საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია
აბრევიატურა სიქა
შეიქმნა 1999 წელი
ტიპი არაკომერციული იურიდიული პირი
მიზანი ეკოლოგიური, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური, საგანმანათლებლო, სათემო, კულტურული, კორუფციული პრობლმების მოგვარება, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება.
მდებარეობა რუსთავი, მეგობრობის გამზირი #12/56

საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია, შემოკლებით სიქა — არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც 1999 წელს დაფუძნდა და საქმიანობს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. სიქას განხორციელებულ პროექტთა რიცხვშია „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა“ (2010-2014 წლები), „არასამთავრობო სექტორის პოტენციალის გაძლიერება განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფ მოზარდებსა და ახალგაზრდებში აივ კონსულტირებისა და ტესტირებისათვის“ (2013-2014 წლები), „ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა“ (2017-2019 წლები) და სხვა.

ორგანიზაციის მიზნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიქას მიზნებია შემდეგი სახის პრობლემების მოგვარება:

  • ეკოლოგიური
  • სამართლებრივი
  • ეკონომიკური
  • სოციალური
  • საგანმანათლებლო
  • სათემო
  • კულტურული
  • კორუფციული
  • სამოქალაქო საზოგადოების განვითარება

საქმიანობის სახეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ღონისძიებებისა და ბანაკების მოწყობა
  • დებატების გზით პრობლემების გადაჭრის გზების ძიება
  • ეკოლოგიური, სამოქალაქო, თანამშრომლობითი საგანმანათლებლო პროგრამები
  • ქართველი მოხალისეების ჩართვა საერთაშორისო პროექტებში;
  • უცხოელი მოხალისეების მონაწილეობა ლოკალურ პროექტებში;
  • უცხოური პროგრამების ადაპტაცია ქართულ რეალობაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]