საბედიანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

საბედიანო — ისტორიულ-გეოგრაფიული ტერმინი, რომელიც ივანე ჯავახიშვილმა შემოიტანა სამეცმიერო ლიტერატურაში XV საუკუნის II ნახევარში ოდიშის (სამეგრელოს) სამთავროს აღსანიშნავად. მომდინარეობს ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული დადიანთა წოდებისგან „ბედიანი“. მეცნიერის აზრით, 1470-1475 წლებში საბედიანო მოიცავდა საკუთრივ ოდიშს, აფხაზეთსა და გურიას. ბოლო წლების სამეცნიერო ლიტერატურაში საბედიანოს არსებობა ეჭვის ქვეშაა დაყენებული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერაძე თ., ქსე, ტ. 8, გვ. 548, თბ., 1984