საადმირალოს ხიდი (კოლპინო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საადმირალოს ხიდი
Адмиралтейский мост
კოორდინატები 59°44′49″N 30°35′45″E / 59.746944° ჩ. გ. 30.595833° ა. გ. / 59.746944; 30.595833
მდებარეობა კოლპინო, სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საფეხმავლო, საავტომობილო
მასალა რკინა-ბეტონი
სიგრძე 50,4 მ
სიგანე 20 მ
გახსნის თარიღი 1809

საადმირალოს ხიდი (რუს. Адмиралтейский мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგის კოლპინის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრ კოლპინოში, საბჭოეთის არხზე. ხიდის სიგრძეა - 50,4 მეტრი, სიგანე - 20 მ.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საადმირალოს ხიდი მდებარეობს საადმირალოს ქუჩისა და თავისუფლების ბულვარის გადაკვეთაზე. ხიდთან ახლოს მდებარეობს კოლპინოს საქალაქო ბაღი. დინების ქვემოთში მდებარეობს ამაღლების ხიდი.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1850-იანი წლებიდან მოყოლებული 1880-იან წლებამდე, ეწოდებოდა ჰოსპიტალის ხიდი, მის სიხალოვეს მდებარე ჰოსპიტალის გამო. 1882 წელს, მას შემდეგ, რაც ახლოს მდებარე ჩუხონის ქუჩას უწოდეს საადმირალოს ქუჩა, ხიდმაც შესაბამისი სახელი მიიღო. საბჭოთა პერიოდში ხიდს ოფიციალური სახელი არ ჰქონია. ხიდმა თანამედროვე სახელი მიიღო 2012 წლის 3 ივლისს ვოლოდარის ქუჩის ძველი სახელწოდების მიხედვით (ქუჩის სახელწოდება აღსდგა 2017 წელს).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1809 წელს არქიტექტორ დ. მაკლის დაკვირვების ქვეშ არხის სათავესთან ააგეს ხის ხიდი ბეტონის სამაგრებით. 1865 წელს კი გადააკეთეს ინჟინერ პავლოვის მეთვალყურეობით. 1928 წელს მორიგი რემონტი წარიმართა არტელ „Промтехстрой“-ის მიერ. 1950-ია წლებში ხიდი გადააკეთეს ხუთმალიან მეტალის ხიდად.

მოქმედი რკინა-ბეტონის ხიდი ააგეს 1972 წლის ივლისიდან 1973 წლის ნოემბრამდე ინჟინერ ვ. ე. ედუარდოვის პროექტის მიხედვით. მშენებლობას ხელმძღვანელობდა ტრესტი „Ленмостострой“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Сизёнов Е. П. Колпинские мосты. — СПб.: Серебряный век, 2016. — 140 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]