რუსუდან ხოფერია
რუსუდან ხოფერია (დ. 9 სექტემბერი, 1972, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი (ბატუტზე ხტომა). მსოფლიოს თასის ორგზის მფლობელი სინქრონულ (1993) და ინდივიდუალურ (1999) ხტომაში, ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1987, 1989,1997 — გუნდური; 1989 — სინქრონული) და ხუთგზის მეორე პრიზიორი (1987,1993 — ინდივიდუალური; 1987, 1993, 1995 — სინქრონული). სსრკ ორგზის ჩემპიონი (1986 — ინდივიდუალური; 1989 — სინქრონული), ოთხგზის მეორე (1987, 1990 — ინდივიდუალური; 1988, 1990 — სინქრონული) და ორგზის მესამე (1988, 1989 — ინდივიდუალური) პრიზიორი. სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი ინდივიდუალურ შეჯიბრებაში (1986), სსრკ თასის ორგზის (1987, 1989 — სინქრონული) და დობროვოლსკის თასის სამგზის (1987, 1989, 1990 — ინდივიდუალური, 1988 — სინქრონული) მფლობელი. XXVII და XXVIII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (2000, სიდნეი — VII ადგილი, 2004, ათენი — IX ადგილი). 17 წლის განმავლობაში (1987-04) მას ეკუთვნოდა მსოფლიო რეკორდი (ვარჯიშის სირთულის მიხედვით). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი და ღირსების ორდენის კავალერი.
ძირითადი შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ტურნირი | მასპინძელი | ადგილი |
---|---|---|---|
1988 | მსოფლიო ჩემპიონატი | ბირმინჰემი, დიდი ბრიტანეთი | |
1988 | მსოფლიო ჩემპიონატი | ბირმინჰემი, დიდი ბრიტანეთი | |
1988 | მსოფლიო ჩემპიონატი | ბირმინჰემი, დიდი ბრიტანეთი | |
1990 | მსოფლიო ჩემპიონატი | ესენი, გერმანია |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რუსუდან ხოფერია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- რუსუდან ხოფერია — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- რუსუდან ხოფერია — ქართული სპორტი
- რუსუდან ხოფერია — მემატიანე