რუსუდან აფხაზავა-ქარსელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუსუდან აფხაზავა-ქარსელაძე (დ. 4 ივნისი, 1963, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი.

1977–1978 წელბში იყო ექიმი–ინტერნი პედიატრიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში.1978–1981 წლებში უბნის პედიატრი ბავშვთა IX პოლიკლინიკაში.1981–1983 წლებში კლინიკური ორდინატურა გაიარა პედიატრიის კვლევით ინსტიტუტში.1983–1990 წლებში მუშაობდა ამავე ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ–თანამშშრომლად, 1990 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელია.ავტორია 36 სამეცნიერო ნაშრომის.1996 წელს კაიროს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მიწვევით ერთი თვის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს და ეწეოდა კლინიკურ მუშაობას.

1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „HLA – სისტემა და ბრონქული ასთმის კლინიკური თავისებურებანი ქართველ ბავშვთა პოპულაციაში“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 23

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]