რუმინეთის ეროვნული ოპერა
იერსახე
რუმინეთის ეროვნული ოპერა (რუმ. Opera Naţională București) — რუმინეთის ერთ-ერთი ოპერისა და ბალეტის ეროვნული დაწესებულება. განთავსებულია ბუქარესტში, ისტორიულ შენობაში. შენობა აშენებულია 1953 წელს და მდებარეობს კოტროცენის რაიონში.
პირველი წარმოდგენა გაიმართა 1954 წლის 9 იანვარს, რომელიც იყო პეტრე ჩაიკოვსკის ოპერა - ყვავის დედოფალი. იმავე საღამოს გაიმართა პირველი საბალეტო ჩვენებაც - კოპელია.
დარბაზს აქვს 952 დასაჯდომი ადგილი. კონცერტები ასევე იმართება ყვითელ ფოიეში სადაც 200 ადგილია. 2009 წელს ნაჩვენები იქნა 182 წარმოდგენა. ყოველის სეზონის დასაწყისში ოპერის პოპულარიზაციის მიზნით ღია ცისქცვეშ იმართება უფასო წარმოდგენა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Official website; some content is in English დაარქივებული 2012-10-24 საიტზე Wayback Machine.