რუდოლფ III (ბურგუნდიის მეფე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუდოლფ III ზარმაცი
ფრანგ. Rodolphe III
იტალ. Rodolfo III

რუდოლფ III, ბურგუნდიის მეფე
ბურგუნდიის სამეფო ბურგუნდიის (არელატის) მეფე
მმართ. დასაწყისი: 19 ოქტომბერი 993
მმართ. დასასრული: 6 სექტემბერი 1032
წინამორბედი: კონრად I
მემკვიდრე: სამეფო შევიდა საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 971
გარდ. თარიღი: 6 სექტემბერი 1032
დინასტია: ველფები
მამა: კონრად I
დედა: მატილდა

რუდოლფ III ზარმაცი (ფრანგ. Rodolphe III, იტალ. Rodolfo III; დ. 971 — გ. 6 სექტემბერი, 1032) — ბურგუნდიის მეფე (993–1032), მეფე კონრად I-ისა და მათილდას ვაჟი, ველფების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი ბურგუნდიის ტახტზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუდოლფ III ბურგუნდიის მეფე გახდა 993 წელს, კონრად I-ის გარდაცვალების შემდეგ. მისმა მმართველობამ ომებსა და აჯანყებებში გაიარა. მას არ შეეძლო მის წინააღმდეგ აჯანყებული დიდებულების დაშოშმინება. ბურგუნდიის მძიმე საშინაო მდგომარეობით ისარგებლა გერმანიის იმპერატორმა ჰაინრიხ II წმინდანმა, რომელიც შეიჭრა მის ტერიტორიაზე და რუდოლფს აიძულა, იგი ბურგუნდიის ტახტის მემკვიდრედ ეღიარებინა. ჰაინრიხის გარდაცვალების შემდეგ, ახალმა იმპერატორმა კონრად II-მაც იგივე აიძულა ბურგუნდიის მეფეს. საბოლოოდ, 1032 წელს რუდოლფის გარდაცვალების შემდეგ ბურგუნდია შევიდა საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში მესამე სამეფოს სახით, გერმანიასა და იტალიასთან ერთად.

ქორწინება და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1-ლი ცოლი: 994 წლის 12 იანვრამდე აგალტრუდა (გ. 21 მარტი, 1008/18 თებერვალი 1011). ამ ქორწინებიდან შვილები არ გასჩენია.

მე-2 ცოლი: ირმენგარდა (გ. 25/27 აგვისტოს, 1057 წლის შემდეგ), პროვანსის გრაფის, როტბალდ III-ის ქვრივი. ამ ქორწინებიდან შვილები არ გასჩენია.

უცნობი საყვარლისგან რუდოლფს ჰყავდა, როგორც მინიმუმ, ერთი უკანონო ვაჟი:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]