რომან ვიკტიუკის თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომან ვიკტიუკის თეატრი

რომან ვიკტიუკის თეატრის ფასადი
ზოგადი ინფორმაცია
ქვეყანა რუსეთი
მდებარეობა მოსკოვი
მისამართი სტრომინკის ქ. №6
კოორდინატები 55°47′24″ ჩ. გ. 37°41′11″ ა. გ. / 55.79000° ჩ. გ. 37.68639° ა. გ. / 55.79000; 37.68639
დაიწყო 1996
საიტი
www.teatrviktuka.ru

რომან ვიკტიუკის თეატრი (რუს. Театр Романа Виктюка) — მოსკოვის დრამატული თეატრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეატრის დამაარსებელია თეატრის რეჟისორი რომან ვიკტიუკი. 1991 წელს მან გახსნა თავისი ანტრეპრიზა, როგორც საავტორო კერძო თეატრი, დევიდ ჰენრი ჰვანგის პიესით „მადამ ბატერფლაი“. ერთი წლის შემდეგ ვიკტიუკმა დადგა ჟან ჟენეს „მოსამსახურის“ მეორე რედაქცია.

1996 წელს თეატრმა მიიღო სახელმწიფო თეატრის სტატუსი და საკუთარი შენობა მოსკოვში სტრომინკაზე — ი. რუსაკოვის სახელობის კულტურის სახლის ყოფილი შენობა, რომელიც კონსტრუქტივიზმის ეპოქის არქიტექტურული ძეგლია.

დიდი ხნის განმავლობაში, თეატრის სპექტაკლებმა გასტროლებით მოიარა სხვადასხვა ქალაქები და ქვეყნები, იდგმებოდა მოსკოვის სხვადასხვა დარბაზებში, რადგან მთავარ შენობას სჭირდებოდა კაპიტალური რემონტი, რომელიც დაიწყო მხოლოდ 2012 წლის ბოლოს.

2016 წლის 28 ოქტომბერს, რომან ვიკტიუკის 80 წლის იუბილეზე, გაიმართა დიდი ხნის ნანატრი თეატრის შენობის გახსნა, რომლის მაყურებელთა დარბაზი გათვლილია 505 ადგილზე. ნაჩვენები იქნა ტენესი უილიამსის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „და მოულოდნელად გასულ ზაფხულს".

2020 წლის 16 დეკემბერს დაინიშნა თეატრის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელად დენის აზაროვი, 2022 წლის 18 აპრილს მან დატოვა ეს პოსტი[1] [2]

2021 წლის 23 ნოემბერს თეატრის დირექტორად ალექსანდრე სმერტინი დაინიშნა.

სამხატვრო ხელმძღვანელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეატრის დამფუძნებელი რომან ვიკტიუკი
  • რომან ვიკტიუკი (1991-2020)
  • დენის აზაროვი (16 დეკემბერი, 2020 [1] - 18 აპრილი, 2022 [2] )

დირექტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • იგორ კრასნოპოლსკი (2006-2012)
  • ირინა აპექსიმოვა (2012-2015)
  • ვალერი რაიკოვი (23 ივნისი, 2015 — 22 ნოემბერი, 2021)
  • ალექსანდრე სმერტინი (2021 წლის 23 ნოემბრიდან)[3]
თეატრის შენობის საერთო ხედი სტრომინკის ქუჩიდან

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]