როკი საზაფხულო ბანაკში (ფილმი)
იერსახე
„როკი საზაფხულო ბანაკში“ | |
---|---|
![]() | |
ჟანრი | კომედია,მელოდრამა |
რეჟისორი | მეთიუ დაიმონდი |
როლებში |
დემი ლოვატო ჯო ჯონასი კევინ ჯონასი ნიკ ჯონასი |
გამოსვლის თარიღი | 20 ივნისი, 2008 |
ხანგრძლივობა | 94 წთ. |
ქვეყანა |
![]() |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 15 მილიონი აშშ დოლარი |
როკი საზაფხულო ბანაკში (ინგლ. Camp Rock) — მეთიუ დაიმონდის 2008 წლის ფილმი, რომლის საუნდტრეკი მოხვდა ბილბორდ 200-ის მესამე პოზიციაზე. სულ გაიყიდა მისი 188.000 ასლი.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოპ–ჯგუფ Connect 3-ის წევრები ნეითი და ჯეისონი გადაწყვიტავენ დაეხმარონ თავის კოლეგას შეინს მოიშოროს როკ–ვარსკვლავის "ცუდი" იმიჯი და აგზავნიან მას აღმზრდელად საზაფხულო მუსიკალურ ბანაკში. იქვე აღმოჩნდება მიტჩი ტორესი– გოგონა გასაოცარი ხმით და ოცნებით გახდეს პოპულარული მომღერალი.
ახალგაზრდა გოგონა როკზეა შეყვარებული და სურს როკერი გახდეს, ამისათვის იგი მიდის სპეციალურ ბანაკში, სადაც იკრიბებიან მუსიკის მოყვარული ახალგაზრდები და სწავლობენ მუსიკასთან დაკავშირებულ საკითხებს. დამწყებ მუსიკოსს არც კი ეგონა ამდენი სიძნელეების გადალახვა თუ იყო საჭირო წარმატების მისაღწევად.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დემი ლოვატო — მიჩი ტორესი
- ჯო ჯონასი — შეინ გრეი
- მეგან ჯეტ მარტინი — ტეს ტაილერი
- მარია კანალს-ბარერა — კონი ტორესი
- ელისონ სტოუნერი — კეტლინ გელერი
- კევინ ჯონასი — ჯეისონი
- ნიკ ჯონასი — ნეიტი
- ანა-მარია პერეზ დე ტეიგლი — ელა
- ჯასმინ რიჩარდსი — მარგარეტ "ფეგი" დუპრე
საუნდტრეკი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]# | სახელწოდება | შემსრულებელი | ხანგრძლივობა |
---|---|---|---|
1. | „We Rock“ | Cast of Camp Rock | 3:12 |
2. | „Play My Music“ | ძმები ჯონასები | 3:18 |
3. | „Gotta Find You“ | ჯო ჯონასი | 4:02 |
4. | „Start the Party“ | ჯორდან ფრენსისი | 3:00 |
5. | „Who Will I Be“ | დემი ლოვატო | 3:07 |
6. | „This is Me“ | დემი ლოვატო, ჯო ჯონასი | 3:09 |
7. | „Hasta La Vista“ | ჯორდან ფრენსისი, როშონ ფეგანი, | 2:37 |
8. | „Here I Am“ | რენი სენდსტორმი | 3:46 |
9. | „Too Cool“ | მეგან ჯეტ მარტინი | 2:52 |
10. | „Our Time Is Here“ | დემი ლოვატო | 3:25 |
11. | „2 Stars“ | მეგან მარტინი | 2:55 |
12. | „What It Takes“ | აარონ დოილი | 2:42 |
საერთო ხანგრძლივობა: | 39:26 |