როდოქროზიტი
იერსახე
| როდოქროზიტი | |
|---|---|
| საერთო | |
| ქიმიური ფორმულა | MnCO3 |
| იდენტიფიკაცია | |
| ფერი | ვარდისფერი, წითელი |
| სიმაგრე მოოსის სკალით | 3,5–4 |
| სიმკვრივე | 3600–3700 კგ/მ³ |
როდოქროზიტი (ბერძ. ῥόδον — ვარდი და χρῶσις — შეფერილობა), მანგანუმის შპატი — კარბონატების კლასის მინერალი; ქიმიური შემადგენლობა . მინარევებია , , და სხვ. კრისტალდება ტრიგონურ სინგონიაში. აგრეგატები ჩვეულებრივ მარცვლოვანი აქვს. ვარდისფერია, ზოგჯერ წითელი. სიმაგრე მინერალური სკალით 3,5–4; სიმკვრივე 3600–3700 კგ/მ³. ძირითადად წარმოიქმნება დალექვის გზით, აგრეთვე — ჰიდროთერმულ და მეტასომატურ საბადოებში. მანგანუმის ერთ-ერთი მადანია. როდოქროზიტის საბადოებია ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე, აშშ-ში და სხვ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 420.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: როდოქროზიტი- როდოქროზიტი — მინერალების კატალოგი
- როდოქროზიტი საიტზე webmineral.com (ინგლისური)