როდნი უოკერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
როდნი უოკერი
მშობ. სახელი Rodney Myerscough Walker
დაბ. თარიღი 10.4.1943
უეიკფილდი, დასავლეთი იორკშირი, ინგლისი
მოქალაქეობა დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა სპორტული ფუნქციონერი
შვილ(ებ)ი ვაჟები: ალექსანდრე, ტიმოთი
საიტი http://www.sirrodneywalker.uk.com/

სერ როდნი უოკერი (ინგლ. Sir Rodney Walker) — გამოჩენილი ბრიტანელი ბიზნეს-მაგნატი, სპორტული ფუნქციონერი და მეცენატი. 2003—2009 წლებში — WPBSA-ის ხელმძღვანელი.

მოკლე ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1943 წელს ინგლისში. 16 წლისამ მიატოვა სკოლა, რათა მშენებლობის სფეროში ემუშავა. მოგვიანებით მიიღო საინჟინრო განათლება და დაკავდა ბიზნესით. 1976 წელს მან დააარსა კომპანია „Myerscough Holdings“. ბიზნესის წარმატებული მართვის წყალობით დააარსა კიდევ რამდენიმე კომპანია სამოქალაქო მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სფეროში, რომელთა ხელმძღვანელობაში ის დღემდე იღებს მონაწილეობას. ამჟამად როდნი უოკერი არის „Myerscough Holdings“-ის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი, „SMC Group“-ის დირექტორთა საბჭოს წევრი, ფირმა „Empire interactive Plc“-ის ხელმძღვანელი, „Healthcare Communications Group“-ის დირექტორთა საბჭოს წევრი და სხვა. გარდა ამისა, უოკერი მონაწილეობას იორკშირში რამდენიმე საზოგადო და საქველმოქმედო ორგანიზაციის მოღვაწეობაში.

წოდებები და ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]