როდენის მუზეუმი (პარიზი)
იერსახე
როდენის მუზეუმი (ფრანგ. Musée Rodin) გაიხსნა 1919 წელს პარიზში, სასტუმრო ბირონსა და მის შემოგარენში. აქ გამოფენილია ფრანგი სკულპტორის ოგიუსტ როდენის ნამუშევრები.
როდენი სასტუმრო ბირონში ცხოვრობდა 1908 წლიდან და შემდეგ მთელი საკუთარი სკულპტურების კოლექცია (ვინსენტ ვან გოგისა და პეირ-აუგუსტ რენუარის ტილოებთან ერთად) საფრანგეთის სახელმწიფოს გადასცა იმ პირობით, რომ მთავრობა სასტუმროს შენობას მისი ნამუშევრებისადმი მიძღვნილ მუზეუმად აქცევდა.
მუზეუმის კოლექცია შეიცავს როდენის ყველაზე მნიშვნელოვან ქნილებებს, მათ შორისაა "მოაზროვე" და "კოცნა". მის სკულპტურათა უმრავლესობა მუზეუმის ვრცელ ბაღშია გამოფენილი.
მუზეუმს ასევე გააჩნია ოთახი, რომელიც კამილ კლოდეს ნამუშევრებს ეძღვნება.