რიტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიტონი ჰერაკლიონის არქეოლოგიური მუზეუმიდან

რიტონი — ძველებური ღვინის სასმისი. ჰქონდა რქის ფორმა, ქვედა ვიწრო ნაწილში ხვრელი. ამზადებდნენ ლითონის, თიხისა და რქისგან. ამკობდნენ რელიეფებით და გრავიურებით. ძველი ბერძნული რიტონი მოკლე და ფართოტანიანი ჭურჭელია, რომლის დაბოლოება შემკულია ცხოველის გამოსახულებებით. აზიურ რიტონს აქვს მოგრძო ტანი, ძირზე კი ცხოველის ან ადამიანის მსგავსი არსების რელიეფური გამოსახულება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]