რიმა ახვლედიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რიმა ახვლედიანი (დ. 5 ნოემბერი, 1955, თერციმეზი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

1980–1985 წლებში მუშაობდა თბილისის პირველ და მეორე პოლიკლინიკებში. 1985 წლიდან მუშაობს საქართველოს რესპუბლიკურ რევმატოლოგიურ ცენტრში. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება სამამულო პრეპარატების აპრობაციას რევმატოლოგიურ პრაქტიკაში და რევმატიულ დაავადებებს მოზარდებში. ექიმი–რევმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათას კანდიდატი, აკადემიკოს ვ.წითლანაძის სახელობის საქართველოს სამეცნიერო–პრაქტიკული რევმატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკის და კორექციის განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი.

1997 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „რევმატული დაავადებები საქართველოს მოზარდებში“.

ლიტერატუარ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 24

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]