რიაჟენოეს წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რიაჟენოეს წმინდა გიორგის ეკლესია
რიაჟენოეს წმინდა გიორგის ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა რიაჟენოე
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1843-1860
Images.png გარე სურათები
Image-silk.png რიაჟენოეს წმინდა გიორგის ეკლესია


რიაჟენოეს წმინდა გიორგის ეკლესია (რუს. Церковь Георгия Победоносца) — მართლმადიდებლური ეკლესია მატვეევო-კურგანის რაიონის სოფელ რიაჟენოეში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. აგებულია 1843-1860 წლებში.

ეკლესიის მისამართი: 344048, რუსეთი, როსტოვის ოლქი, მატვეევო-კურგანის რაიონი, სოფელი რიაჟენოე, პუშკინის ქუჩა № 58.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაახლოებით 1776 წელს კრიგსკომისარმა გრიგორ კოვალევსკიმ მდინარე მიუსის საზღვარზე მიიღო 3 300 დესეტინა (3 597 ჰა) მიწის ნაკვეთიდა იქ დააარსა სლობოდა რიაჟენოე. სლობოდის დასახლების შემდეგ 1794 წელს მან მიიღო გადაწყვეტილება აეშენებინა ეკლესია წმინდა გიორგის სახელზე.

მშენებლობის ადგილი აკურთხა 1797 წელს ტაგანროგელმა მღვდელმონაზონმა იოანე ანდრეევმა. მშენებლობის ადგილზე დადგეს ჯვარი. როსტოვის მაზრის სლობოდა რიაჟენოეს მღვდლად დანიშნეს იოანე ჟულკევიჩი. რამდენიმე ხნის შემდეგ სოფელში ააგეს ქვის ხუთგუმბათიანი ეკლესია, რომელიც 1936 წლამდე მოქმედებდა. 1936 წელს იგი დაანგრიეს. ყოფილი ეკლესიის ადგილზე ააშენეს სოფლის კულტურის სახლი.

საეკლესიო ღვთისმსახხურება სოფელში გაგრძელდა 1948 წლიდან ახალ სამლოცველო სახლში მღვდელ ლუკიანეს მიერ. 1990-იან წლებში სოფელში შეიქმნა საეკლესიო საზოგადოება. წმინდა გიორგის ეკლესიასთან გაიხსნა საკვირაო სკოლა. 2009 წელს სოფელ რიაჟენოეს ცენტრში ააგეს ეგვტერი, რომელიც ამჟამადაც მოქმედებს.

2013 წლის ნოემბრიდან როსტოვისა და ნოვოჩერკასკის მიტროპოლიტმა მერკურიმ წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა იოსებ მაკარენკო. ამავდროულად სოფელში სოფლის ყოფილი აუზის ტერიტორიაზე დაიწყო ახალი ქვის ეკლესიის მშენებლობა. ეკლესიასთან ააშენეს სამრეკლო, შენობას დადგეს რუსული გუმბათი. ტაძარი განკუთვნილია ერთდროულად მლოცველი 700 მორწმუნისათვის. ეკლესიის მშენებლობაში თავისი წვლილი შეაქვს, როგორც სოფლის მოსახლეობას, ასევე სასოფლო საკრებულოს ადმინისტრაციას გალინა ბუხტიაროვაიას სახით.

ამჟამად ეკელსიაში დაცულია საბჭოთა პერიოდს გადარჩენლი ხატები, ხოლო საკურთხეველში შემონახულია ყოფილი ეკლესიის კანკელის ხატი.

ეკლესიის ძირითადი დღესასწაულია ახალი სტილით 6 მაისი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]