რექომის სალოცავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

42°47′26″ ჩ. გ. 43°54′16″ ა. გ. / 42.7907833° ჩ. გ. 43.9045611° ა. გ. / 42.7907833; 43.9045611

რექომის სალოცავი
რექომის სალოცავის რელიქვიები

რექომის სალოცავი (ოს. Рекомы кувæндон) — შუასაუკუნეების სალოცავი ჩრდილოეთ ოსეთში. 1995 წელს ხანძრის შედეგად სრულად განადგურდა, აღდგენილია.

ოსების რწმენით, რექომი უზრუნველყოფს მოსავლის სიუხვეს, საქონლის დაცვა-გამრავლებასა და ადამიანთა კეთილდღეობას. მისი სამლოცველო, ხის ეკლესია, რომელიც ოდესღაც წმ. გიორგის (ვასთირჯის) სახელობის ყოფილა, მდებარეობს ალაგირის ხეობის სოფ. ცეიში, ე. წ. რექომი ფაზის ველზე (აქედან მომდინარეობს ღვთაების სახელი). რექომი ვასთირჯის (ოს. Рекомы Уастырджы — „რექომის წმ. გიორგი“).

ეკლესიის აგებასთან დაკავშირებით არის ერთი საინტერესო გადმოცემა: უხსოვარ დროში ვასთირჯიმ გადაწყვიტა, ოსებისათვის სამლოცველო აეშენებინა ისეთი ძელებისაგან, რომლებიც არასოდეს ლპებოდნენ. ასეთი გამძლეობის ხეები მხოლოდ მთის გადაღმა ტყეებში ხარობდნენ. ვასთირჯიმ ძელების ჩამოტანა თავის ხარებს დაავალა. ურმები თავისით იტვირთებოდნენ და ხარებიც გამცილებლის გარეშე დადიოდნენ. როგორც კი მასალა მოზიდეს, ხარები პატრონთან წავიდნენ; ეკლესია კი თავისით, ადამიანის შრომის გარეშე აიგო (ქრისტიანულ სამყაროში ფართოდ გავრცელებული თქმულების ოსური ვარიანტი). რექომის ეკლესიას ოსები ძირითადად მისი სახელობის დღესასწაულის დროს სტუმრობდნენ. სამლოცველოს ზედამხედველობდა და ეკლესიის გასაღები ებარა სოფლის ავტორიტეტულ უხუცეს — ძუარი ლაგს (ხატის მსახურს), რომლის გარდა შიგნით ვერავინ შევიდოდა (მლოცველების მიერ შემოწირული მისაინაგები — მონეტები თუ ბამბის ფთილები ეკლესიაში ძუარი ლაგს შეჰქონდა). რექომის დღეობა ივლისის თვეში იმართებოდა და ერთი კვირა გრძელდებოდა. სამლოცველოსთან ახლოს აგებული იყო სახლაკები, რომლებსაც მლოცველები სამზარეულოდ და უამინდობის შემთხვევაში თავშესაფრად იყენებდნენ. აქვე ახლოს სპილენძის ქვაბებში ხარშავდნენ ლუდს და რექომს ხარებსა და ცხვრებს სწირავდნენ.

რელიქვიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართულწარწერიანი ზარი რექომის სალოცავიდან

სალოცავში ბოლო დრომდე შემონახული იყო საქართველოს მეფის გიორგი XI-ის მიერ შეწირული და 1674 წლით დათარირებული ზარი ქართული წარწერით.

ვიკიციტატა
„ქ. ჩვენ ბაგრატონიანმან ხელმწიფემ დიდისა მეფისა შახნავაზის შვილმან მეფემ გიორგიმ შემოგწირეთ ზარი ესე მამა წმინდას ქვეყანასა ოსეთისასა სალოცავად დიგორისასა და დვალეთისასა ჩვენდა სადღეგრძელოდ და მეფობისა ჩვენისა წარსამატებლად ქორონიკონსა ტნიც.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Гатиев Б. Суеверия и предрассудки у осетин // ССКГ. IX. ТФ., 1876;
  • Миллер В. Ф. Осетинские этюды. I. М., 1881;
  • Магометов А. Х. Реком. Из истории религии осетин // УЗСОГПИ. 1968. Т. XXVIII (2);
  • Кузнецов В. А. Реком, Нузал и Царазонта. Владикавказ, 1990;
  • Газданова В. С. Золотой дождь. Исследования по традиционной культуре осетин. Владикавказ, 2007;
  • Дарчиев А. О некоторых реликвиях святилища Реком // Дарьял. № 2. Владикавказ, 2012.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]