შინაარსზე გადასვლა

რეისი 8501 Indonesia AirAsia

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რეისი 8501 Indonesia AirAsia — ავიაკომპანია Indonesia AirAsia-ს რეგულარული სამგზავრო რეისი მარშრუტით სურაბაია—სინგაპური. 2014 წელს 28 დეკემბერს აღნიშნული რეისის შემსრულებელი თვითმფრინავი Airbus A320-216 ეკიპაჟის 7 წევრთან და 155 მგზავრთან ერთად აეროპორტ სიდოარჯოდან აფრენის შემდეგ გაუჩინარდა.
თვითმფრინავი სიდოარჯოს აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 5:35-ზე (UTC+7) გამოფრინდა და გეგმის თანახმად 8:30 SGT (UTC+8) უნდა დაფრენილიყო. ადგილობრივი დროით 07:24-ზე თვითმფრინავთან კავშირი დაიკარგა. იმ დროისთვის თვითმფრინავი იმყოფებოდა იავას ზღვის თავზე კალიმანტანასა და იავას შორის.

Airbus A320-216 ქარხნული ნომრით 3648 პირველი გაფრენა 2008 წლის 25 სექტემბერს შეასრულა და ქარხნული გამოცდების პერიოდში ატარებდქა სარეგისტრაციო ნომერს F-WWBZ. ამ თვითმფრინავის ორი ორკონტურიანი ტურბოვენტილატორული ძრავი იყო CFM International CFM56-5B6/3 მოდელისა, მგზავრთტევადობა — 180 ადგილი ეკონომ-კლასში (კონფიგურაცია Y180). 2008 წლის 16 ოქტომბერს ავიალაინერი ინდონეზიური ავიაკომპანია Indonesia AirAsia-ს ავიაპარკის შემადგენლობაში შევიდა, სადაც ახალი სარეგისტრაციო ნომერი მიიღო — PK-AXC. საერთო ჯამში თვითმფრინავმა 23 ათასი საათი იფრინა და 13,6 ათასი „აფრენა-დაფრენის“ ციკლი შეასრულა.

მგზავრები და ეკიპაჟი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავიაკომპანია AirAsia-მ გამოაქვეყნა 155 მგზავრის, მათ შორის 138 სრულწლოვანის, 16 ბავშვის და ერთი ჩვილის ვინაობა. ასევე ბორტზე იმყოფებოდნენ ეკიპაჟის 7 წევრი, მათ შორის 2 მფრინავი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]