რედინგი (ინგლისი)
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
რედინგი — ქალაქი ინგლისში, ბერქშირის საგრაფოში, მდინარე ტემზის ნაპირზე, მდინარე კენეტის შესართავთან. მოსახლეობა დაახლოებით 230 ათასი ადამიანი (2019). არის სატრანსპორტო კვანძი და სავაჭრო ცენტრი. ცნობილია IX საუკუნიდან. 1926 წლიდან მოქმედებს უნივერსიტეტი. ქალაქში მოქმედებს რკინიგზის სადგური. ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით არის ატომური მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ოლდერმასტონი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 328.