რეგულარ შოუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

რეგულარ შოუ (ინგლ. Regular Show) — ამერიკული ანიმაციური ტელესერიალი. მისი შემქმნელია ჯეიჯი კუინტელი. სერიალი შეიქმნა ამერიკული ტელეკომპანიისათვის Cartoon Network. მისი პრემიერა გაიმართა 2010 წლის 6 სექტემბერს. სიუჟეტი ძირითადად აგებული არის 2 პერსონაჟის - ცისფერ ჩხიკვ მორდეკაის და მწვანე ენოტ რიგბის გარშემო. გარდა ამ ორი ძირითადი პერსონაჟისა, სერიალში ხშირად ჩნდება რამდენიმე სხვა პერსონაჟიც - დაკუნთული კაცი, პოპსი, High Five მოჩვენება, სკიპსი, ტომასი, ბენსონი, სიჯეი, მარგარეტი და ეილინი. სერიალი კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს. მას ყოველკვირეულად, მხოლოდ ამერიკის მასშტაბით, დაახლოებით 2.5 მლნ მაყურებელი ჰყავს. შოუს ყველაზე წარმატებულ ეპიზოდად ითვლება, მე-3 სეზონის მე-18 ეპიზოდი „Eggscellent“.

აგრეთვე გამოვიდა სრულმეტრაჟიანი ფილმი სერიალის მიხედვით - „Regular Show: The Movie“ (2015).[1]

რვა სეზონის და 261 ეპიზოდის შემდეგ, სერიალი დასრულდა 2017 წლის 16 იანვარს, ერთსაათიანი საფინალო ეპიზოდით „A Regular Epic Final Battle“.[2][3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Regular Show, The Movie on iTunes. Itunes.apple.com (2015-09-01). წაკითხვის თარიღი: 2016-04-05.
  2. Steven Universe Returns with a Bomb on Jan 30! Plus More Cartoon Network Premieres - The Geekiary (December 21, 2016). წაკითხვის თარიღი: January 21, 2017.
  3. Desk, TV News. Cartoon Network Rings in 2017 with Brand New Episodes of Fan-Favorite Shows. წაკითხვის თარიღი: January 21, 2017.