რასვეტის კირილესა და მეთოდეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რასვეტის კირილესა და მეთოდეს ეკლესია
რასვეტის კირილესა და მეთოდეს ეკლესია — რუსეთი
რასვეტის კირილესა და მეთოდეს ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა რასვეტი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 2001-2012

რასვეტის კირილესა და მეთოდეს ეკლესია (რუს. Церковь Кирилла и Мефодия) — მართლმადიდებლური ეკლესია აქსაის რაიონის სოფელ რასვეტში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას[2]. აგებულია 2012 წელს.

ეკლესიის მისამართი: 346735, რუსეთი, როსტოვის ოლქი, აქსაის რაიონი, სოფელი რასვეტი, ექსპერიმენტალურის ქუჩა № 70[3].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარე სურათები
ეკლესიის ფოტო, 2015 წელი
განცლკევებით მდგარი სამრეკლო

სოფელში სამრევლო საზოგადოება პირველად დარეგისტრირდა 1997 წელს. თავდაპირველად მრევლმა ადგილობრივი კულტურის სახლში ერთი ოთახი აიღო იჯარით, სადაც მხოლოდ ლოცულობდნენ. 1998 წლის 24 მაისს აქ პირველად აღევლინა საღვთო ლიტურგია[4]. 2000 წლის 24 მარტს წმინდა კირილე და მეთოდეს ხსენების დღეს საძირკველი ჩაუყარეს სოფელში პირველ ეკლესიას. მშენებლობა დალოცა როსტოვისა და ნოვოჩერკასკის მთავარეპისკოპოსმა პანტელეიმონმა.

2001 წლის 2 ივლისს დაიწყო ეკლესიის სამშენებლო სამუშაოები. გათხარეს ორმო და ჩაასხეს საძირკველი. 2003 წლის 21 მაისს მართლმადიდებელი თემი კულტურის სახლიდან გადავიდა ჯერ კიდევ დაუსრულებელ ეკლესიაში, სადაც ამავე წლის 24 მაისს აღევლინა პირველი ღვთისმსახურება. 2004 წლის 25 სექტემბერს ეკლესია აკურთხა მთავარეპისკოპომა პანტელეიმონმა, ამავე დღეს დააყენეს ეკლესიის მთავარი გუმბათი. 2005 წლის აპრილში დაიწყო განცალკევებით მდგარი სამრეკლოს მშენებლობა[4].

2007 წლის 2 ნოემბერს კირილესა და მეთოდეს ეკლესიას კვლავ ესტუმრა მთავარეპისკოპოსი პანტელეიმონი, რომელმაც აკურთა სამრეკლო. 2008 წლის 3 დეკემბერს სამრეკლოს სამუშაოები დასრულდა, დაადგეს გუმბათი. 2012 წლის 28 ოქტომბერს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის მიტროპოლიტმა მერკურიმ აკურთხა კირილესა და მეთოდეს სახელობის ეკლესია, რომელიც გახდა პირველი ეკლესია როსტოვის ოლქის ერიტორიაზე, რომელიც აკურთხეს კირილესა და მეთოდეს სახელზე[4].

ეკლესიის წინამძღვარია მღვდელმონაზონი მიხეილ (კასარკინი)[5].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]