ჟორჟ შარლ დანტესი
იერსახე
ჟორჟ შარლ დანტესი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Georges Charles de Heeckeren d'Anthès |
დაბადების სახელი | ჟორჟ შარლ დე ჰექკერნი დ'ანტესი |
დაბადების თარიღი |
5 თებერვალი, 1812 კოლმარი, ზემო რაინი, საფრანგეთი |
გარდაცვალების თარიღი |
2 ნოემბერი, 1895 (83 წლის) ზულც-ობერელსასი, ელზას-ლოტარინგია, გერმანიის იმპერია |
ეროვნება | ფრანგი |
პროფესია | ოფიცერი, პოლიტიკოსი, ფრნაგი სენატორი |
მეუღლე(ები) | ეკატერინა გონჩაროვა |
მშობლები |
მამა: ბარონი ჟოზეფ კონრად დ'ანტესი დედა: გრაფინია ანა მარია-ლუიზა დე ჰატლფელდი |
ჟორჟ შარლ დანტესი (უფრო სწორად — დ’ანტესი), გაშვილების შემდეგ ატარებდა გვარს ჰექკერნი (ფრანგ. Georges Charles de Heeckeren d'Anthès, რუსულ საბუთებში — გეორგ [1] კარლ დე ჰექკერნი (რუს. Георг Карл Де-Геккерен); 5 თებერვალი 1812, კოლმარი — 2 ნოემბერი 1895, სულცი) — ფრანგი მონარქისტი, ოფიცერ-კავალერგარდი, კათოლიკე[2]. 1830-იან წლებში ცხოვრობდა რუსეთის იმპერიაში, შემდეგ იყო საფრანგეთის სენატორი. ცნობილია, როგორც ალექსანდრე პუშკინის ბოლო დუელის ოპონენტი და მკვლელი.