ჟორჟ ბუიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჟორჟ ბუიონი (ფრანგ. Georges Bouillon) (დ. 25 ივნისი, 1915, ქ. ანჟე, ბელგია, — გ. 22 მაისი, 2001, ქ. ვირტონი, ბელგია) — ბელგიელი მწერალი, გამომცემელი.

დაამთავრა ლიეჟის უნივერსიტეტის ფილოსოფია–ლიტერატურის ფაკულტეტი (1937). II მსოფლიო ომის დროს მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. სამწერლო ასპარზზე გამოვიდა XX საუკუნის 40–იანი წლებიდან. გამოქვეყნებული აქვს ლექსების და მოთხრობების კრებულები, მონოგრაფიები ხელოვნების საკითხებზე. იყო გამომცემლობის და ლიტერატურული ჟურნალის „ლა დრიადის“ დამფუძნებელი და რედაქტორი (1955-1987).

დაინტერესებული იყო ქართული ლიტერატურით. სამჯერ იყო საქართველოში. აღსანიშნავია მისი წიგნი „ოქროს საწმისის ქვეყანაში“, რომელიც გამოიცა 1978 წელს ბრიუსელში და ეძღვნება ქართული ლიტერატურის საკითხებს ძველი დროიდან თანამედროვეობამდე. სისტემატურად აქვეყნებდა წერილებს ქართველ მწერლებსა და მეცნიერებზე, რეცენზიებს.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Au pays de la Toison d'Or : la Géorgie, La Dryade, Vieux-Virton, 1978; coll. Variétés, n° 58.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბუაჩიძე გ., ოქროს საწმისის ქვეყანაში, «ლიტერატურული საქართველო», 1978, 7 ივლ.
  • თურნავა ს., ქართული მწერლობის დიდი მეგობარი, «საუნჯე», 1987, № 2.
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]