ჟან პოლ მარატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟან-პოლ მარა

ჟან-პოლ მარატი (ფრანგ. Jean-Paul Marat, დ. 1743 – გ. 1793) — საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთი წინამძღოლი, რადიკალური ჟურნალისტი, იაკობინელების ერთ-ერთი ლიდერი. ცნობილია მეტსახელით „ხალხის მეგობარი“, გაზეთის სახელის მსგავსად, რომელსაც თავად გამოსცემდა. ასრულებდა ხიდის როლს ასრულებდა ხალხსა და 1793 წლის ივნისში ძალაუფლებაში მოსულ რადიკალურ იაკობინელთა შორის. ორი თვის განმავლობაში ის იყო ერთ-ერთი სამი უმნიშვნელოვანესი ადამიანიდან საფრანგეთში, დანტონისა და რობესპიერის გვერდით. ის მკერდში დანის დასმით მოკლა საკუთარ აბაზანაში შარლოტ კორდეიმ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1765 წლამდე პარიზისა და ბორდოს უნივერსიტეტებში სწავლობდა საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს. განიცადა ჟან ჟაკ რუსოსა და შარლ ლუი მონტესკიეს გავლენა. 1865 წელს გადასახლდა ინგლისში, სადაც ეწეოდა სამეცნიერო კვლევას, ჰქონდა სამედიცინო პრაქტიკა. 1774 წელს გამოვეყნდა მისი თხზულება „მონობის ბორკილები“, რომელშიც აკრიტიკებდა ფეოდალურ აბოლუტიზმს, ასაბუთებდა რევოლუციის აუცილებლობას. 1775 წელს ედინბურგის უნივერსიტეტმა მიანიჭა მედიცინის დოქტორის ხარისხი. 1776 წკლიდან ცხოვრობდა პარიზში. 1789 წლიდან გახდა რევოლუციის ერთ–ერთი ლიდერი, ითხოვდა ყველა რევოლუციური ძალის შეკავშირებას. 1789 წელს დააარსა ჟურნალი „ხალხის მეგობარი“. 1792 წელს აირჩიეს კონვენტის დეპუტატად. ჟირონდისტებმა სასტიკი ბრძოლა გააჩაღეს მის წინააღმდეგ. 1793 წლის აპრილში ჟირონდისტებმა კონვენტს მიაღებინეს დადგენილება მარატის დაპატიმრების შესახებ. რევოლუციურმა ტრიბუნალმა მარატი გაამართლა და ტრიუმფით დაბრუნა პარიზში. რობესპიერთან ერთად ხელმძღვანელობდა 1793 წლის აჯანყებას, რომელმაც ჟირონდისტები დაამხო. ავადმყოფი მარატი საკუთარ ბინაში მოკლა შარლოტ კორდემ. მისი დაკრძალვა გადაიქცა გრანდიოზულ მანიფესტაციად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Марат Ж. П. Избранные произведения: В 3-х т. / [Отв. ред. акад. В. П. Волгин]. Сост.: Акад. В. П. Волгин и А. З. Манфред. Пер. С. Б. Кана. Вступ. статья А. З. Манфреда. Коммент. В. М. Далина. — М.: Академия наук СССР, 1956.
    • Т. 1: До революции. — 360 с.: п.
    • Т. 2: От начала революции до Вареннского кризиса. — 316 с.: п.
    • Т. 3: От бегства короля до падения монархии. / Пер. с коммент. В. М. Далина. — 420 с.: п.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: