ჟან-ივ ესკოფიე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჟან-ივ ესკოფიე
დაბ. სახელი ჟან-ივ ესკოფიე
დაბ. თარიღი 12 ივლისი, 1950
ლიონი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი 12 აპრილი, 2003
ლოს-ანჯელესი, აშშ
აქტიური 1973–2003

ჟან-ივ ესკოფიე (ფრანგ. Jean-Yves Escoffier; დ. 12 ივლისი, 1950, ლიონი — გ. 12 აპრილი, 2003, ლოს-ანჯელესი) — ფრანგი კინოოპერატორი.

დაიბადა ქალაქ ლიონში. დაამთავრა ლუი ლუმიერის უმაღლესი ეროვნული კინოსკოლა. იღებდა მოკლემეტრაჟიან, დოკუმენტურ, ანიმაციურ ფირებს, სარეკლამო რგოლებს, მუშაობდა ოპერატორის ასისტენტად. 1983 წელს გაიცნო ლეო კარაქსი, რომელთანაც ერთობლივად რამდენიმე ფილმი გადაიღო. ამ ფილმებმა პოპულარობა შესძინეს ჟან-ივ ესკოფიეს საოპერატორო ნამუშევრებს. 1990-იანი წწ. დასაწყისიდან მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1991 წელს მიენიჭა ევროპის კინოპრემია.

გარდაიცვალა 2003 წელს გულის შეტევით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]