ჟანი-ვედენოს ჩასაფრება (2000)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
2000 წლის ჟანი-ვედენოს ჩასაფრება
თარიღი 29 მარტი, 2000
მდებარეობა ჟანი-ვედენოს მიმდებარე ტერიტორია, ჩეჩნეთი, რუსეთი
შედეგი ჩეჩენთა გამარჯვება
მხარეები
რუსეთის დროშა
რუსეთის ფედერაცია

ისლამური საერთაშორისო სამშვიდობო ბრიგადა
მეთაურები
ვალენტინ სიმონოვი † აბუ ქუთეიბა
დანაკარგები
მინიმუმ 43 მოკლული,
17 დაჭრილი
11 ტყვედ აყვანილი (9 მოგვიანებით სიკვდილით დასაჯეს)
მინიმუმ ორი დაღუპული
ჟანი-ვედენოს ჩასაფრება ვიკისაწყობში

2000 წლის ჟანი-ვედენოს ჩასაფრება — სამხედრო ტაქტიკური ჩასაფრება, რომელიც მოხდა 29 მარტს. ჩეჩნეთის სამხრეთ ვედანსკის რაიონში ჩასაფრდა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარების მექანიზებული სვეტი, რომელიც ჩეჩენმა სეპარატისტებმა გაანდაგურეს. ის გაანადგურა მრავალეროვნული მოჯაჰედების დაღესტნურმა ძალებმა, რომელთაც არაბი სარდალი, იბნ ალ-ხათაბი მეთაურობდა. საბოლოო ჯამში, მათი მთავარი მეთაური იყო აბუ ქუთეიბა, ისლამური საერთაშორისო ბრიგადის საველე მეთაური. კოლონასა და რუსეთის რელიეფურ ძალებზე თავდასხმის შედეგად უამრავი სპეცრაზმელი და ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა. რუსეთის ეროვნული პოლიციის ცხრა ოფიცერი მძევლად აიყვანეს და სიკვდილით დასაჯეს მას შემდეგ, რაც რუსეთის სარდლობამ უარი თქვა მათ გადაცვლაზე დაკავებულ სამხედრო ოფიცერ იური ბუდანოვზე.

ჩასაფრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წლის 29 მარტს დილით, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ მაიორი ვალენტინ სიმონოვის მეთაურობით, დაახლოებით 48 კაციანი გაერთიანება (41 მათგანი იყო რუსეთის ეროვნული პოლიციის სპეციალური წევრი პერმის მხარის რეგიონიდან, ძირითადად ქალაქ ბერეზნიკიდან) აპირებდნენ ეგრეთ წოდებული ,,წმენდის" (ზაჩისტკის) ოპერაციას ჩეჩენი სეპარატისტების წინააღმდეგ ჩეჩნეთის სამხრეთ მაღალმთიან სოფელში, ვედენოს მახლობლად. ოპერაციაში მონაწილეობს იღებდა BTR სერიის ბორბლიანი ჯავშანტრანსპორტიორები და მძიმე სამხედრო სატვირთო მანქანები. რუსეთის საჰაერო სადესანტო ნაწილმა, რომელიც ახლოს იყო განლაგებული, ჩასაფრების შესახებ ჩეჩნებს მიაწოდა ინფორმაცია.

დაახლოებით დილის 7 ან 8 საათზე სვეტი გაჩერდა მას შემდეგ, რაც ჩასაფრების ადგილზე შესვლამდე ერთ-ერთი სატვირთო მანქანა გაფუჭდა. მაიორმა ვალენტინმა გადაწყვიტა პირადად შეემოწმებინა დაბომბული სახლი და იქ შემთხვევით აღმოაჩინა მეამბოხეების მცირე ჯგუფი, რომელიც იმალებოდა. ის პირველი იყო, ვინც მოკლეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან კარში შესვლისთანავე. სროლის დაწყებისთანავე, მეტმა აჯანყებულმა, რომელიც იმალებოდა ქვესკნელში და ხეების უკან, ალყა შემოარტყა სვეტს და შეუერთდა შეტევას. მათ ააფეთქეს სატვირთო მანქანა, რომელსაც ყუმბარმტყორცნები და საბრძოლო მასალები გადაჰქონდა. კოლონის სხვა შემადგენელი ნაწილები ცეცხლსასროლი იარაღით და ყუმბარებით გაანადგურეს. რუსების ნაწილი გაიქცა და მიმდებარე ტყეებში დაიმალა. ჯანყებულებმა ყველა დახოცეს, მხოლოდ ერთადერთი ხელშეუხებელი მანქანა შეიპყრეს, მაგრამ მოგვიანებით მიატოვეს და დაწვეს.[1]

რუსული შეტევითი ვერტმფრენების სარაკეტო დარტყმების არაზუსტობამ ვერ მოახერხა აჯანყებულების განდევნა. 107 ჯარისკაცი გაგზავნეს სამაშველოდ ვედენოში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე, მაგრამ მათ თავს დაესხნენ სხვა მეამბოხეები სიმაღლე 817-ზე, რომელიც მდებარეობს ჩასაფრების ადგილიდან 500 მეტრში. მინიმუმ სამი (ან ექვსი) ჯარისკაცი დაიღუპა და 15 დაიჭრა რელიეფის მისიის გამოძახებამდე. ხაფანგში ჩავარდნილ კოლონასთან რადიო კონტაქტი დაიკარგა 14:30 საათზე. ზოგიერთმა დაშავებულმა რუსმა თავი მოიკლა საკუთარი ხელყუმბარებით, თერთმეტი შეიპყრეს, ხუთმა კი დამალვა ან გაქცევა მოახერხა.[2]

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად, რუსეთის ოფიციალური პირები ცდილობდნენ დანაკარგების დამალვას. იმავე დღეს რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ რუშაილომ განაცხადა, რომ ჩეჩნეთში სიტუაციას ,,სრულად აკონტროლებენ” რუსული ძალები.[3] მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ხუთი ჯარისკაცი გაქრა, კრემლის ჩეჩენმა სპიკერმა სერგეი იასტრჟემსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ,,49 ჯარისკაციდან, რომლებიც გუშინ სვეტში იმყოფებოდნენ, 16 ცოცხალია და კარგად გრძნობს თავს. ახლა ისინი აბსოლუტურად უსაფრთხო არიან". რუსულმა ნაწილებმა შეძლეს ყოფილი ბრძოლის ველის დაცვა ორი დღის შემდეგ, 31 მარტის ნაშუადღევს. მომდევნო ორი დღე მათ დახარჯეს გვამების გამოტანაში. ჩასაფრებიდან სამი დღის შემდეგ ცოცხალი იპოვნეს ერთი ძალიან მძიმედ დაჭრილი ოფიცერი.

ამბოხებულებმა განაცხადეს, რომ მათ ცხრა პატიმარი სიკვდილით დასაჯეს, მათ საჯაროდ ესროლეს 2000 წლის 4 აპრილს. განცხადების თანახმად, პატიმრები დახვრიტეს, რადგან რუსებმა უარყვეს შეთავაზება მათი გაცვლის შესახებ სატანკო ქვედანაყოფის მეთაურ იური ბუდანოვზე (რუსი სამხედრო მოხელე), რომელიც დააკავეს 18 წლის ჩეჩენი გოგონას ელზა კუნგაიევას გაუპატიურების და მკვლელობის ბრალდებით. 30 აპრილს მათი გვამები იპოვნეს სოფელ დარგოს მახლობლად, რომლებსაც, სავარაუდოდ, თავი მოკვეთეს.[4][5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Michael R. Gordon (3 April 2000). "Chechen Ambush Deaths Led to Russian Military Confusion". The New York Times.
  2. "Deadlocked: Russia's Forgotten War". Transcripts.cnn.com. Retrieved 18 February 2014.
  3. "Chechnya: Russians Suffer Casualties After Ambush". Rferl.org. Retrieved 18 February 2014.
  4. "Chechens Rub Salt in Old Wounds". Iwpr.net. 5 April 2000. Retrieved 18 February 2014.
  5. "Chechens 'execute Russian police'". BBC News. 7 April 2000.