ჟამნ-გულანი H-938

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ჟამნ-გულანი H-938საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის H ფონდში H-938-ის სახელით ცნობილი დაცული ხელნაწერი.

ხელნაწერი შეიცავს 289 ფურცელს. მისი ზომებია 18X19 სმ. დაწერილია ქაღალდზე. ნაწერი შესრულებულია ნუსხურად. მას აქვს ნაკლული და დაზიანებული ფურცლები.განეკუთვნება XVII-XVIII სს. ჟამნ-გულანის შემადგენელი ნაწილები სხვადასხვა დროისაა და არათანამიმდევრულად არის აკინძული. ანდერძის თანახმად, წმინდა გრიგოლის მონასტრისთვის ხელნაწერი შეუწირავს წინამძღვარ იოსებ ლესელიძეს. ხელნაწერს ერთვის აღდგომის ქორონიკონი, რომლის არშიებზეც არის ისტორიული შინაარსის მინაწერები. მინაწერები სიმრავლით არ გამოირჩევა, მაგრამ მათი ძირითადი ნაწილი აფხაზეთში მომხდარ ამბებს ეხება და ამასთან, სხვა ამბებისგან განსხავებით აფხაზეთში მომხდარი ამბები პირველ პირშია მოთხრობილი, რაც გვაფიქრებინებს, რომ ხელნაწერი აფხაზეთში მდებარე ჩვენთვის უცნობ, წმ. გრიგოლის მონასტერს ეკუთვნოდა. კინკლოსური ცხრილის არშიები, რომელზეც ქორონიკონის მინიშნება იყო მითითებული წაჭრილია და ამიტომ კინკლოსური ცხრილი უთარიღოა. ჯ. ოდიშელმა საგანგებოდ შეისწავლა აღნიშნული ისტორიული ქრონიკა და სხვა ხელნაწერთა (A 1153, შ 252) ცხრილებთან შედარების გზით მოახერხა მისი დათარიღება. კინკლოსურ მინაწერებში XIX საუკუნის ამბებია მოთხრობილი:

  • ფგ-1815-აქა გელუანის ქალი აფხაზეთს დაჯდა დედოფლად,
  • ფე-1817-აქა იოვანე მღდელი, კეჭაღმაძე მოვიდა აფხაზეთს,
  • ფზ-1819-აქა თათარი აკუს მოვიდა.

ჯ. ოდიშელის განმარტებით, აქ საუბარია 1818 წელს, ტამიშში, აფხაზეთის დასაპყრობად ოსმალთა ჯარით მოსული ასლან-ბეგ შარვაშიძის ლაშქრობაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მცირე ქრონიკები (კინკლოსების ისტორიული მინაწერწები), ტექსტები გამოსცა, შესავალი წერილი და კომენტარები დაურთო ჯ. ოდიშელმა. თბ., 1968. გვ. 135.