პხარმატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალღმერთ სელა სათას წინამძღოლობით პხარმატს კაცობრიობისთვის ცეცხლი მიაქვს

პხარმატი (ჩეჩნ: Пхьармат, Pẋarmat; ერის, ენისა და მიწის შემქმნელი) — ვაინახების ლეგენდარული გმირი, რომელმაც კაცობრიობას ცეცხლი გადასცა, რის გამოც მყინვარწვერზე მიაჯაჭვეს. ცეცხლმა ვაინახებს ლითონთა გამოჭედვის, მზარეულობისა და საცხოვრებელთა განათების შესაძლებლობა მისცა. ამის შედეგად ხალხი გაერთიანდა და ერად იქცა. პხარმატი ბერძნული მითოლოგიის გმირის, პრომეთესა და ქართული მითოლოგიის გმირის, ამირანის ექვივალენტია.

თქმულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრომეთე პხარმატის ვარიანტი ბერძნულ მითოლოგიაში

ვაინახური მითოლოგიის თანახად პხარმატი მცირე ღვთაება ან ნართი იყო, რომელსაც უყვარდა და ეცოდებოდა მისი ხალხი, რადგანაც მათ ცეცხლი არ ჰქონდათ. ცეცხლს სასტიკი და ბორო ღმერთი სელა თავის სამფლობელოში ინახავდა, რათა ნართებისთვის მისი ძალა ეჩვენებინა და ისინი დაემორჩილებინა. სელა, ვარსკვლავების, ჭექა-ქუხილისა და ელვის ღმერთი თავის ცეცხლოვან ეტლს ცაში დაატარებდა და საშინელ ხმას გამოსცემდა. თავისი მშვილდიდან ელვებს ხმელეთისკენ ისროდა.

ცეცხლის უქონლობის გამო ნართები ნედლ საჭმელსა და ცივ რძეს მიირჩმევდნენ. სოფლის მეურნეობა არ ჰქონდათ. სელას ცოლს, სათას ეცოდებოდა ნართები, მაგრამ ქმრის ეშინოდა და ვერ ეხმარებოდა მათ.

ერთ დღესაც, მამაცი გმირი, პხარმატი გამოჩნდა. მან იცოდა, რომ ბაშლამის მთაზე (მყინვარწვერი) ვულკანი იყო და ცეცხლის მოპარვა შეიძლებოდა. ცეცხლის გარეშე მან სამოგზაუროდ ბრინჯაოსგან მოსასხამი, ხმალი და ფარი გამოჭედა. ცხენი ტურპალი დაიმორჩილა და სამოგზაუროდ წავიდა. ქალღმერთი სათა პხარმატს ჩიტის ფორმით გამოეცხადა და როცა ნახა, რამდენად ძლიერი იყო ნართი და მისი ცხენი, მან გმირს ცეცხლის მოპოვებაში დახმარება აღუთქვა. ქალღმერთმა ის საფრთხისა და სელას სიმკაცრის შესახებ გააფრთხილა. პხარმატს მისი ძმაც დაეხმარა. გმირმა ცეცხლმოკიდბეული ხის ნაჭერი მოპოვა. სელა განრისხდა და ნართს გაეკიდა. რადგანაც გმირს ვერ დაეწია, ღმერთმა მისი ჩანთა გახსნა და იქიდან ღამე ამოუშვა. პხარმატმა სიბნელეში გზა დაკარგა, თუმცა გზის გაგრძელებაში ჩიტადქცეული სათა დაეხმარა. სელამდაინახა, როგორ გაურბოდა პხარმატი და ქარიშხალი და სასინელი სიცივე წარმოშვა. პხარმატი ამ სირთულეებს გაუმკლავდა, სიცივისგან, ქარიშხლისა და სიბნელისგან თავის დასაღწევად დიდ გამოქვაბულში შეკრებილ ნართებამდე მიაღწია და მათ ცეცხლი გადასცა.

სელამ პხარმატის დასასჯელად ციკლოპი უჯა გაგზავნა.უკამ პხარმატი ბრინჯაოს ჯაჭვებით მყინვარწვერზე დააბა. სელას ბრძანებით, ყოველ დილით პხარმატთან შევარდენი იდა მიდის, პხარმატის მუხლებზე ჯდება და ნისკარტით ღვიძლს უკორტნის.

დამხმარე პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მყინვარწვერი, იგივე ბაშლამის მთა ვაინახურ მითოლოგიაში

სელა სათა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სელა სათა (იგივე სათა) ერთი ვერსიით სელას ცოლია, მეორე ვერსიით - ქალიშვილი. ვაინახურ მითოლოგიაში სელა სათა ქალთა ხელსაქმის ქალთმერთი იყო დ მას ჩრდილო-დასავლეთ კავკასიელთა სეთენაისთან აკავშირევენ. სელა სათას სახეს მზის ბრწყინვალებას ადარებენ.

ტურპალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურპალი ლეგენდარული ცხენია, რომელსაც ელვისგან გაქცევა შეეძლო, ყოველთვის თავისუფლად დანავარდობდა შვიდი მთის ირგვლივ და ზღვის წყალს სვამდა. პხარმატმა ცხენის დამორჩილება ქალღმერთ სელას დახმარებით შეძლო. ტურპალი ნახურ ენაზე გმირს ნიშნავს და მამაკაცის სახელია.

ბაშლამის მთა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაშლამის მთა მსოფლიოს სხვა ნაწილებში ცნობილია მყინვარწვერის სახელით. ვაინახთა წარმოდგენით, სელა სწორედ ბაშლამის მთაზე ცხოვრობდა, რომელიც ჩამქრალი სტრატოვულკანი და კავკასიონის ერთ-ერთი მთავარი მთაა. ბაშლამი უკანასკნელად ძვ.წ. 750 წელს ამოიფრქვა. თქმულებაში აღწერილი მოვლენები შეიძლება დაკავშირებული იყოს იმ ქაოსთან, რომელიც ვულკანის ამოფრქვევის დღეებში იყო გამეფებული. ბაშლამის მთა მყინვარწვერის ვაინახური სახელწოდებაა და „მდნარ მთას“ ნიშნავს. ვაიანხებისთვის მყინვარწვერი ყოველთვის წმინდა ადგილი, ხოლო ახებისა და ნართ-ორსხტოის ტუკხუმისთვის საცხოვრებელი იყო.

პოპულარულ კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წელს პხარმატის ლეგენდიაზე დაყრდნობით სერგეი სტრატანოვსკიმ პოეტური დრამა „მიჯაჭვული პხარმატი“ დაწერა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Сулейманов А. С. «Топонимия Чечено-Ингушетии» II часть. — Чечено-Ингушское книжное издательство, 1978.
  • Чеснов Я. В. «Телесность человека: философско-антропологическое понимание». — ИФ РАН, 2007. — ISBN 978-5-9540-0073-3.
  • Чокаев К. З. «К вопросу бытования образа Прометея».
  • Нашхоев Р. «Загадки Пхьармата». — Евразия, 2002.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]