შინაარსზე გადასვლა

პუტილოვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პუტილოვის სახლი
სტატუსი tentative cultural heritage site in Russia[1]
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა და ფუნქცია
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
თარიღდება 1906-1907
ძეგლი
არქიტექტორი ი. ა. პრეტრო
სტილი ჩრდილოეთის მოდერნი
Map

პუტილოვის სახლი (რუს. Доходный дом Путиловой) — XX საუკუნის არქიტექტურის ძეგლი. აგებულია ჩრდილოეთის მოდერნის არქიტექტურულ სტილში. მდებარეობს სანქტ-პეტერბურგის პეტროგრადის რაიონში. დიდი პროსპექტი, სახლი № 44. აგებულია 1906-1907 წლებში. არის სანქტ-პეტერბურგის კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენილი ობიექტი.

სახლი წარმოადგენს ჩრდილოეთის მოდერნის, მოდერნის რუსული მიმდინარეობის, ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუშს. აღნიშნულმა მიმდინარეობამ განვითარება ჰპოვა XX საუკუნის სანქტ-პეტერბურგში, შვედური და განსაკუთრებით ფინური არქიტექტურის გავლენით.

ვაჭრის ქვრივი ტ. ნ. პუტილოვა, რომლისთვისაც ააგეს სახლი, ფლობდა მანუფაქტურულ მაღაზიას ვასლევსკის კუნძულის შუა პროსპექტზე. მიწის ნაკვეთი მან 1905 წელს მიიღო პირველი რანგის კაპიტან პ. პ. გერინგისაგან. მალევე სახლის აშენებისთანავე შენობა გადაეცა ამხანაგობას და მასში განათავსეს ამხანაგობის ერთ-ერთი მაღაზია. გარდა ამისა, რევოლუციამდე შენობაში განთავსებული იყო რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო ბანკის განყოფილება, ასევე დ. გ. ორფენოვის სტენოგრაფიის კურსები. სახლის უკანასკნელი მფლობელი იყო კომერციული მრჩეველი მ. ლ. ბალაბანოვი, ჩრდილოეთის მინის მრეწველობის საზოგადოების სამმართველოს თავმჯდომარე.

ომის შემდეგ 1990-იან წლებამდე სახლში განთავსებული იყო ქალაქში ცნობილი საკომისიო მაღაზია. მომდევნო წლებში სახლში განათავსეს სხვადასხვა ოფისები და მაღაზიები.

2011-2012 წლებში სახლის კედლებს ჩაუტარდათ კოსმეტიკური რემონტი. მოხდა ფასადის კომპლექსური რესტავრაცია.

2001 წელს სანქტ-პეტერბურგის ისტორიისა და კულტურის ძეგლთა სახელმწიფო კონტროლის, გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომიტეტმა შეიტანა ხელახლა გამოვლენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Список вновь выявленных объектов, представляющих историческую, научную, художественную или иную культурную ценность (утверждён приказом КГИОП № 15 от 20 февраля 2001 года с изменениями на 10 ноября 2025 года)