პურის ხოჭო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Anisoplia austriaca up.JPG

პურის ხოჭო (ლათ. Anisoplia austriaca) — ხოჭო ფირფიტულვაშიანთა ოჯახისა. პურეული მარცვლოვნების მავნებელია. გავრცელებულია თითქმის ყველგან. საქართველოში გვხვდება პურის ხოჭო, კავკასიის ჯვაროსანა, ალაზნის ჯვაროსანა და თეთრფრთიანი ხოჭო. განსაკუთრებით მავნეა პურის ხოჭო, რომელიც გავრცელებულია ევროპაში, მცირე აზიაში, ირანში.

ხოჭოს ზედა ფრთები მუქი წაბლისფერია შავი ოთხკუთხა ლაქებით, თავი, მუცელი და ფეხები შავია. სხეულის სიგრძე 12-16 მმ აღწევს. განვითარების ციკლი ორწლიანია. მატლი მკრთალი მოყვითალოა, რკალივით მოხრილი, 35 მმ. დედალი კვერცხს (50 ცალამდე) დებს ნიადაგში. მატლი ბინადრობს ნიადაგში, იკ ვებება ნეშომპალათი და თავთავიანი მარცვლეულია ფესვებით. იგი ჭუპრდება მაისის დასასრულს, ხოლო ივნისის ბოლოს ნიადაგიდან ამოფრინდება ხოჭო, რომელიც იკვებება ჭვავის, ხორბლის, ქერის, ცვილისებრი სიმწიფის ფაზაში მყოფი მარცვლებით. ხოჭო ამოფრენიდან 10-12 დღის შემდეგ იწყებს კვერცხის დებას.

ბრძოლის ღონისძიებანი: ნაწვერალის აოშვა, მზრალად ხვნა, ანეულის კულტივაცია, სათოხნი კულტურების რიგთშორისების დამუშავება, ნათესების შესხურება ინსექტიციდებით და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]