პულპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

პულპი (ფრანგ. poulpe - რვაფეხა) — 1990-იან წლებში ჩამოყალიბებული რომანთა საერია.

ამ სახელწოდებით გამოდის მასებში კარგი გასაღების მქონე იაფფასიანი, დაბალი პოლიგრაფიული ხარისხის ლიტერატურა. აღნიშნულ სერიაში შემავალი ცალკეული რომანი ერთი ამოსავალი ტექსტის ერთგვარი ინტერპრეტაციაა. ყველა რომანს აერთიანებს ერთი პერსონაჟი - 35 წლის გაბრიელ ლეკუვრერი, მოქმედების საერთო ადგილი - პარიზის მე-11 ოლქი, ერთადერთი უბანი, სადაც ზამთრის ცირკის გარდა არანაირი ტურისტული სანახაობა არ არის. გაბრიელს ყოველთვის ჰყავს მეგობარი გოგო - ქერა სტილისტი შერილი; ასევე არსებობს ვინმე პედრო, ესპანელი ანარქისტი, ვინც გაბრიელს იარაღითა და ყალბი დოკუმენტებით ამარაგებს. გაბრიელის ხასიათი, მისი მოქმედება ავტორზეა დამოკიდებული და რომანიდან რომანში იცვლება. მთავარი მოქმედი პირი ხან მოძალადეა, ხან ძალადობის მსხვერპლი, ხან კეთილი, ხან ბოროტი, ხან მეოჯახე, ხან ავანტიურისტი.

ერთ მწერალს უფლება აქვს აღნიშნულ სერიაში არა უმეტეს ორი რომანის გამოცემისა, რათა თავიდან იქნას აცილებული ერთფეროვნება და პერსონაჟი მომაბეზრებელი არ გახდეს.

დღეისთვის პულპის სერიაში გაერთიანებული ორასზე მეტი რომანი არსებობს. გაბრიელის თავგადასავლებზე გადაღებულია ფილმები, შექმნილია კომიქსები, განთავსებულია ინტერნეტსაიტებზე. სულ რაღაც ხუთ წელიწადში პულპი გახდა უზარმაზარი სამწერლობო სახელოსნო, რომელიც ღიაა ყველასთვის.

აღნიშნულ ჯგუფში გაერთიანებულ ავტორთაგან აღსანიშნავია:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]