პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება — პროცესი პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის კონტროლისათვის. ის იყენებს პროგრამას ტესტების ჩატარებისათვის, და ამ ტესტების შედეგების შემოწმებისათვის.

დღეისათვის არსებული პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების მეთოდები საშუალებას არ იძლევა ერთმნიშვნელოვნად გაირკვეს ყველა დეფიციტი და დაყენდეს კორექტირება ანალიზირებულ პროგრამაზე. არსებობს ტესტირების სხვადასხვა დონე და სახეობა.

ტესტირების დონეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მოდულის ტესტირება — მინიმალური შესაძლებლობების ტესტირება, რომელიც შესაძლებელია მაგალითად ცალკეული კლასის ან ფუნციის გამოსაცდელად. ხშირად ასეთ ტესტირებას აკეთებენ შემქმნელები.
  • ინტეგრაციული ტესტირება — ინტეფეისის ტესტირება კომპონენტებს შორის.
  • სისტემური ტესტირება — ინტეგრირებული სისტების ტესტირება პროგრამული უზრუნველყოფის სისტემური მოთხოვნილებებზე.
  • ალფა-ტესტირება — სისტემასთან რეალური მუშაობის იმიტაცია რომელიც ხდება შემქმნელთან ან პოტენციულ კლიენტთან. უმეტესად ალფა-ტესტირება ტარდება პროგრამის შექმნის ადრეულ სტადიებში, თუმცა ზოგჯერ შეიძლება გამოიყენებოდეს დასრულებულ პროდუქტთან.
  • ბეტა-ტესტირება — ზოგიერთ შემთხვევაში ხდება პროდუქტის შეზღუდული/დაუმთავრებელი ვერსიის (ფუნქციურად) გავრცელება/გაყიდვა, დასარწმუნებლად, რომ პროდუქტი შეიცავს ცოტა დეფექტს/შეცდომას. ზოგჯერ კი მომავალი მომხმარებლებისგან კავშირის მიღება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]