პროგრამული უზრუნველყოფა თავისუფალი და ღია საწყისი კოდით

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

პროგრამული უზრუნველყოფა თავისუფალი და ღია საწყისი კოდით (ინგლ. Free/Libre and Open-Source Software; FLOSS; FOSS) — პროგრამული უზრუნველყოფის კატეგორია, რომელიც შესაძლებელია კლასიფიცირებულ იქნას როგორც თავისუფალი, ასევე ღია საწყისი კოდის მქონე პროგრამულ უზრუნველყოფად. ამ კატეგორიის პროგრამული უზრუნველყოფა ვრცელდება ლიცენზიით, რომლითაც ნებისმიერს ენიჭება თავისუფლება გამოიყენოს, შექმნას ასლი, შეისწავლოს და შეცვალოს პროგრამული უზრუნველყოფა ნებიმიერი სახით, ამასთან, საწყისი კოდი ვრცელდება ღიად, იმგვარად, რომ ადამიანებს შეუძლიათ მოხალისეობრივად შეიტანონ გაუმჯობესებები პროგრამული უზრუნველყოფის პროექტში.[1] მისი არსი საპირისპიროა პროპრიეტარული პროგრამული უზრუნველყოფის, რომელიც ვრცელდება დაცული უფლებების ლიცენზიით და რომლის საწყისი კოდი, როგორც წესი, დახურულია მომხმარებლისთვის.

თავისუფალი და ღია პროგრამული უზრუნველყოფა არ უნდა არ უნდა შეგვეშალოს უფასო პროგრამულ უზრუნველყოფაში (Freeware).

თავისუფალი და ღია პროგრამული უზრუნველყოფა იცავს პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლის სამოქალაქო თავისუფლების უფლებებს (იხ. ოთხი ფუძემდებლური უფლება). ასევე, ამ კატეგორიის პროგრამები გამოირჩევიან დაბალი ფასით, გაძლიერებული უსაფრთხოებითა და სტაბილურობით (განსაკუთრებით მავნე პროგრამების წინააღმდეგ), იცავენ კონფიდენციალურობას, მხარს უჭერენ წიგნიერებას და მომხმარებელს საკუთარი ფიზიკურ მოწყობილობის კონტროლის მეტ შესაძლებლობას აძლევენ. თავისუფალი და ღია საწყისი კოდის მქონე ოპერაციული სისტემები, მაგალითად როგორიცაა Linux და BSD-ის შთამომავლები, ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში. მათი მართვის ქვეშ არის მილიონობით სერვერი, პერსონალური კომპიუტერი, სმარტფონი (მაგ. Android), სამრეწველო მანქანა-დანადგარები და გამოთვლითი სისტემის მიერ მართული სხვა მოწყობილობები. თავისუფალი და ღია პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიებს იყენებენ პროგრამული უზრუნველყოფის ბევრ პაკეტში, მათ შორის კომერციულ პროექტებში. თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის და პროგრამული უზრუნველყოფის ღია კოდის მოძრაობები არიან ონლაინ სოციალური მოძრაობები, რომელიბიც ქმნიან, ავრცელებენ და მოუწოდებენ თავისუფალი და ღია კოდის მქონე პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებისკენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Philosophy of the GNU Project. GNU Operating System. ციტირების თარიღი: 08 თებერვალი, 2020.