პროგრამისტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

პროგრამისტი — სპეციალისტი, რომელიც დაკავებულია კომპიუტერული პროგრამების წერით, ანუ პროგრამირებით. პროგრამისტები იყენებენ ისეთ კომპიუტერულ ენებს როგორიცაა C++, Java, Lisp, Python და სხვა. პროგრამირების როგორც საქმიანობის და პროფესიის ჩამოყალიბების დათარიღება რთულია. პირველი პროგრამირებული მოწყობილობა იყო ჟაკარდის მანქანა რომელიც შეიქმნა 1804 წელს. პირველი მაღლი დონის ენა შექმნა გერმანელმა ინჟინერმა, კონრად ცუზემ.

ტერმინოლოგიის სტანდარტები სფეროების მიხედვით ჯერ-ჯერობით არ არის ჩამოყალიბებული, რის გამოც პროგრამისტი და ინჟინერ-პროგრამისტი სხვადასხვა ორგანიზაციაში შეიძლება ერთი და იმავე ფუნქციის შემსრულებელი იყოს. როგორც წესი, პროგრამისტი და პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი ერთნაირ მოვალეობებს ასრულებენ. ზოგიერთ კომპანიაში ინჟინერ-პროგრამისტებს შეიძლება უფრო მრავალმხრივი და მაღალი სტანდარტების მოვალეობები ეკისრებოდეთ.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]