პრიმორკა II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პრიმორკა II
Приморка II
მდებარეობა რუსეთი, როსტოვის ოლქი
თარიღდება ბრინჯაოს ხანა

პრიმორკა II (რუს. Приморка II) — ბრინჯაოს ხანის დასახლება, რომელიც არსებობდა ოქროს ურდოს დრომდე. მდებარეობს ნეკლინოვის რაიონში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. აღმოაჩინეს 2007 წელს. როსტოვის ოლქის ადმინისტრაციის მეთაურის 1994 წლის 14 მარტის № 69 დადგენილების თანახმად იგი შეიტანეს რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როსტოვის ოლქის ტერიტორია ძველ დროში მჭიდროდ იყო დასახლებული. ოლქის ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორია, სადაც აღმოჩენილია დასახლება პრიმორკა II, დასახლებულია ბრინჯაოს ხანიდან, ასევე დასახლება ჩანს ხაზართა სახაკანოს პერიოდშიც და შემდეგ საუკუნეებშიც.

დასახლების ტერიტორიაზე გათხრები დაიწყო 2007 წელს. არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა 1440 კვ. კმ.-ზე. ამ უნიკალური დასახლების ტერიტორიაზე აღმოჩენილია ოთხი კულტურული ფენა. არქეოლოგების უმეტესობა, რომლებმაც აღმოაჩინეს პრიმორკა II, დაინტერესებულები არიან ბრინჯაოს ხანის კულტურული ფენით. დასახლებაში გვიანი ბრინჯაოს ხანის რამდენიმე ორმოა გათხრილი.

ძვ. წ. 2000 წელს დონის ტერიტორიაზე გავრცელებული იყო ძელური კულტურა, რომელიც სავარაუდოდ აქ გავრცელდა ციმბირიდან. თანდათანობით მომთაბარე მეცხოველეობიდან გადავიდნენ ბინდარ მეცხოველეობაზე. როსტოვის ტერიტორიაზე გაჩნდა დიდი დასახლებები. მოსახლეობაში საკმაოდ პოპულარული გახდა მიწათმოქმედება და ბრინჯაოს მეტალურგია. ძელური კულტურის პერიოდის ფენებში აღმოაჩინეს ოთხი ქვის ნაგებობა. მოსახლეობა ბრინჯაოს ხეობაში სახლებს აშენებდა ქვისგან, ხოლო სალტოვო-მაიაკის კულტურის პერიოდში ნახევრად მიწით დაფარული ნაგებობები შენდებოდა[2]. ეს შეიძლება განპირობებული იყო მკაცრი, ცივი კლიმატით.

ყველაზე ქვედა ფენა არის გარდამავალი პერიოდი შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანებს შორის. აქ აღმოჩენილია სწორკუთხა ფორმის ნაგებობები, რომლებიც გარშემოტყმული იყო თხრილით, აქვე აღმოაჩინეს ბრინჯაოს ხანის კულტურის ქვისა და ძვლის ნივთები.

ხაზრების პერიოდის კულტურული ფენა (650—969 წწ.) მიეკუთვნება სალტოვო-მაიაკის კულტურას. ამ პერიოდის ნივთებიდან აღმოჩენილია: თიხის ქოთნები, ყირიმული ამფორები, საყოფაცხოვრებო ნივთები, კერამიკული ნივთები. 2007 წლის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მეცნიერებმა აღმოაჩინეს ხაზარების პერიოდის 14 საყოფაცხოვრებო ორმო.

დასახლების ყველაზე ზედა ფენა მიეკუთვნება ოქროს ურდოს პერიოდს (XIV საუკუნე). აქ აღმოჩენილია უამრავი თიხის ჭურჭელი, ამფორების ნაშთები და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]