პო (წვნიანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პო — ერთ-ერთი გამორჩეული აზიური სამზარეულოს წარმომადგენელი. ვიეტნამური სუპი, რომელიც თავდაპირველად ძროხის ხორცით კეთდებოდა, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში წარმოიშვა, ეს მოხდა დაახლოებით XX საუკუნის დასაწყისში.

ამბობენ, რომ ვიეტნამური სუპის გაჩენას ფრანგულმა კოლონიალურმა მთავრობამ შეუწყო ხელი. მანამდე კი ვიეტნამელები ძროხას მუშა-პირუტყვად მიიჩნევდნენ და საკვებად არც კი იყენებდნენ. მხოლოდ გამოიყენებდნენ ტვირთის გადასაზიდად ან მიწის სახნავად.

სუპი პო ვიეტნამური სამზარეულოს ნამდვილი კლასიკაა, მეტად არომატული და აღმოსავლურად საკმაოდ გამორჩეული და ნოყიერი. დღეს, ვიეტნამში ტრადიციულ ოჯახებში მას საქონლის ხორცისგანაც ამზადებენ. ასევე ამ კერძის სხვადასხვა ვარიაციები არსებობს, მათ შორის მას ამზადებენ ქათმის ხორცისგანაც და ასევე შემწვარი თევზის ნაჭრებისგანაც კი.

პო ერთ-ერთ პოპულარულ კერძს წარმოადგენს არამარტო, ვიეტნამში არამედ საფრანგეთსა და ამერიკაშიც. ჯერ კიდევ 1980 წლისთვის კალიფორნიაში, არაერთი რესტორანი გაიხსნა სადაც, მთავარ კერძს წარმაოდგენდა სწორედ ვიეტნამური წვნიანი პო.

თვითონ კერძის სახელწოდებას არაერთი ვიეტნამელი ხსნის ამგვარად, რონ იგი მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან feu, რაც ნიშნავს ცეცხლს.

პო ვიეტნამში, ომის შემდგომ საგრძნობლად პოპულარული გახდა. აღსანიშნავია, რომ ვიეტნანური სუპი რეგიონების მიხედვით საკმაოდ განსვავდება. მისი განვითარება და უშუალოდ ეტიმოლოგია, დღემდე გაურკვეველია და დიდ დავას იწვევს. უნდა აღინიშნოს, რომ პო უნდა წარმოშობილიყო მისი მსგავსი წვნიანი კერძებისგან, ამას მოწმობს ვიეტნამის სოფლებში მსგავსი კერძების დღემდე არსებობაც. უშუალოდ თანამედროვე პო კი, 1900-1907 წლებში უნდა წარმოშობილიყო. მისი საგრძნობლად ასეთი პოპულარობა კი განპირობებულია ვიეტნამში არსებული ვითარებით.

პოს მთავარ ინგრედიენტებს წარმოადგენს: ძროხის ხორცი, ხახვი, ჯანჯაფილი, ბადიანი, დარიჩინის ჩხირები, ბრინჯის ლაფშა, შაშკვლავი, მწვანე ხახვი, პიტნა, ოხრახუში და ასევე ლაიმი.

მომზადების წესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარგად გარეცხეთ საქონლის ძვლები და დაასხით წყალი. შემდგომ დადგით ცეცხლზე, წამოადუღეთ, აცადეთ დუღილი ორიოდე წუთს და გადაუღვარეთ წყალი. ამის შემდეგ ძვლები და ქვაბი კარგად გარეცხეთ, ისევ დაასხით წყალი და დადგით მოსახარშად. ეს უკვე იქნება ბულიონი უშუალოდ პოსთვის.

ამასობაში თავი ხახვი, ჯანჯაფილი და დარიჩინის ჩხირები შუაზე გაჭერით, შემდგომ დაალაგეთ ტაფაზე, ხოლო მათთან ერთად მოხალეთ ყველა სხვა დანარჩენი სანელებელი (ბადიანი წიწაკა, ქინძის თესლი და მიხაკი). ეს იმისთვის, რომ არომატი კარგად გამოუშვან. დაიმახსოვრეთ კარგად მოხალეთ, ლამის გაშავებამდეც კი. მერე ის ჩაამატეთ ბულიონში. საჭიროების შემთხვევაში მოხადეთ ქაფი;

ბულიონი უნდა ხარშოთ დაბალ ცეცხლზე 4-5 საათი მაინც. ხარშვის დასრულებამდე ერთი საათით ადრე ჩაყარეთ ბულიონში ხორცი, რომელიც მოხარშვის შემდეგ უნდა ამოიღოთ და ძალიან თხლად დაჭრათ, შემდგომ ჩაამატეთ მარილი და შაქარი და დატოვეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე;

ამასობაში მოხარშეთ ლაფშა, როგორც ეს მის უშუალოდ შეფუთვაზე დატანილ ინსტრუქციაში იქნება ნათქვამი;

ბოლოს აიღეთ მწვანე ხახვი და მოაჭერით თეთრი ნაწილები და ჩაყარეთ ბულიონში ერთი წუთით და ამოიღეთ უკან, მწვანე ფოჩები კი წვრილად დაჭერით; მწვანილი გარეცხეთ და შეაშრეთ, ლაიმი კანიანად დაჭერით ლებნებად, ხოლო წიწაკა - რგოლებად.

ჩაყარეთ ლაფშა ბულიონში, რათა ცოტა შეცხელდეს, მერე ამოიღეთ და მოაფინეთ თეფშის ძირზე, ზემოდან მას მოალაგეთ ხორცი, მწვანე ხახვის გათუთქული თავები, დაჭრილი მწვანე ფოჩები, მწარე წიწაკის რგოლები, შაშკვლავისა და ოხრახუშის ფოთლები, ასევე პიტნა. დაასხით ბულიონი და მიიტანეთ სუფრაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Warwicker, Michelle; Taylor, Anna-Louise (2013-09-27). „What is Vietnamese pho?“. BBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-29. ციტირების თარიღი: 2019-12-07.