„... ამ ჟინვანს ზეით და ხარჭაშოს ზეით მოერთვის თეთრს-არაგვს ხევსურეთის წყალი. გამოსდის ესე ძურძუკსა და ამას შორის მთას კავკასს, მოდის ჩრდილოდამ სამხრით. ამას მოერთვის ხევნი იმიერ და ამიერ და განჰყოფს ხევსურეთს: აღმოსავლით, ჩამოსული მთა სამხრეთად, ამასა და ფშავს შორისი; სამხრით, ფშავის საზღვარი; ჩრდილოთ, კავკასი ამასა და ძურძუკს შორისი. დასავლით, კავკასიდამ ჩამოსული სამხრეთად მთა, ამასა და გუდამაყარს შორისი...“