პორტალი:სახვითი ხელოვნება/რჩეული სტატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რედ. რჩეული სტატია
კლუაზონე მინანქრის მედალიონი, ბიზანტიის იმპერია, დ. 1100.
კლუაზონე მინანქრის მედალიონი, ბიზანტიის იმპერია, დ. 1100.

ტიხრული მინანქარიმინანქრით ლითონის დაფარვის ტექნოლოგია. უძველესი ნიმუშები გვხვდება ძველ ეგვიპტეში (ოქროს ნაკეთობებში) და ჩინეთში, ასევე გვიანდელი პერიოდის რომში (ბრინჯაოზე).

ლითონის ფირფიტის მინანქრით მოწერის რამდენიმე ტექნოლოგია არსებობს. ე. წ. ამოღრმავებულ ლითონის ფირფიტაში მინანქრის ამოვსების ტექნოლოგია დასავლეთში XII საუკუნეში გავცელდა, მათ შორის ცნობილია სამი სკოლა: მაასის — მდინარე მაასის ველზე, ლოთარინგიაში (ოსტატები: გოდფრუა დე კლერი და ნიკოლოზ ვერდენელი), რაინისა — ცენტრი ქ. კიოლნი (ოსტატები: ბერები აილბერტუსი და ფრიდერიკუსი) და ლიმოჟისა — ცენტრი ქ. ლიმოჟი, საფრანგეთი. გარდა ამოღრმავებულისა მინანქრით დაფარვის ტექნოლოგიებს შორის არსებობს კვეთილი, ფერწერული, ვიტრაჟული და ტიხრული.