პორტალი:საზოგადოება/სტატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოთხი ტემპერამენტის გამომსახველი მარტივი ნახატები (ზედა მარჯვენა კუთხიდან საათის ისრის მიმართულებით:ქოლერიკი, მელანქოლიკი, სანგვინიკი, ფლეგმატიკი)
ოთხი ტემპერამენტის გამომსახველი მარტივი ნახატები (ზედა მარჯვენა კუთხიდან საათის ისრის მიმართულებით:ქოლერიკი, მელანქოლიკი, სანგვინიკი, ფლეგმატიკი)

ტემპერამენტი ეწოდება ადამიანის იმ ფსიქიკურ თვისებას, რომელიც მისი ემოციური ცხოვრების საფუძველს წარმოადგენს. ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიაში და ფიზიოლოგიაში მიღებულია ტემპერამენტის ის ძირითადი ოთხი ტიპი, რომლებიც პირველად ჰიპოკრატეს მიერ იყო აღწერილი. ესენია: სანგვინიკური, ქოლერიკული, ფლეგმატიკური და მელანქოლიკური.

ტემპერამენტთა კლასიფიკაცია გარკვეულ თვისებათა განყენებას ეყრდნობა, რის შედეგადაც ადამიანთა ტემპერამენტების უსაზღვრო მრავალსახიანობა ოთხ ძირითად ტიპად არის დაჯგუფებული. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ერთი კონკრეტული ადამიანი აუცილებლად რომელიმე ერთ ტიპს ეკუთვნის. უფრო ხშირად ადამიანები წარმოადგენენ ნარევ ტიპს ერთერთისკენ მეტნაკლები გადახრით. მაგალითად, ადამიანი შეიძლება ძირითადად სანგვინიკური ტიპის იყოს, მაგრამ ზოგიერთი ქოლერიკისთვის დამახასიათებელი ნიშანი ჰქონდეს. (...სრულად)