პორტალი:ოლიმპიადა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ფაილი:მაგალითი.jpgნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის სპორტული ციგაობის ტრასა ბაკურიანში გაიხსნება – ამის შესახებ კანადაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ოლიმპურ სოფელში გარდაცვლილი სპორტსმენის თანაგუნდელებთან შეხვედრისას განაცხადა.

საქართველოს პრეზიდნეტი ოლიმპიური თამაშების გახსნას დაესწრო, რომელიც ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილის შემდეგ დატოვა.

ასევე წუთიერი დუმილით დაიწყო ოლიმპიადის გახსნისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღებაც. ოლიმპიადაზე მიწვეული სახელმწიფოების ლიდერებისთვის მიღება კანადის გენერალ-გუბერნატორისა და პრემიერ-მინისტრის სახელით გაიმართა.

მიწვეული იყვნენ ასევე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჟაკ როგი და სპორტული ციგაობის საერთაშორისო ფედრაციის პრეზიდენტი ჟოზეფ ფენდტი. მათ ქართველი სპორტსმენის ტრაგიკული გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვეს. საგანგებო განცხადება გააკეთეს კანადის პრემიერ-მიისტრმა და გენერალ-გუბერნატორმა.

ვანკუვერის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმაც. ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალების გამო ჯოზეფ ბაიდენმა სამძიმარი მთელ ქართველ ხალხს გამოუცხადა.

"ეს არის ერი, რომელმაც ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ბევრი სირთულე გამოსცადა. ეს არის პატარა, 5-მილიონიანი ქვეყანა და სპორტსმენები, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ, ძალიან ამაყები არიან, რომ ოლიმპიადაზე საკუთარ ქვეყანას წარმოადგენენ. ახლა კი ასეთი დანაკარგი დიდი ტრაგედიაა", - განაცხადა ჯო ბაიდენმა ამერიკელ სპორტსმენებთან შეხვედრაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვანკუვერში ქართველი ოლიმპიელის ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს.

"ვუერთდებით ქართველი ოლიმპიელის ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახის წევრების მწუხარებას", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. "

"უკიდურესად ტრაგიკული შემთხვევის მიუხედავად, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გადაწყვეტილება, გააგრძელოს მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში, ცხადყოფს ქართული გუნდის გულწრფელ სურვილს, პატივი მიაგოს დაღუპული თანაგუნდელის ხსოვნას", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ტრაგედია მოხდა ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებზე. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ტრასაზე დაიღუპა. 21 წლის სპორტსმენი სავარჯიშო დაშვებისას გარდაიცვალა. მან მართვა დაკარგა და ტრასის ბორტს შეეჯახა. ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ტრავმა სასიკვდილო აღმოჩნდა.

ვანკუვერში მომხდარი ტრაგედიის გამო, ქართველი მოციგავე ლევან გურეშიძე ოლიმპიადაზე აღარ გამოვა. ლევან გურეშიძე დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ბავშვობის მეგობარია. ნოდარ ქუმარიტაშვილი ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში მეოთხე სპორტსმენია, რომელიც დაიღუპა.

ქართული მხარის მოთხოვნით, ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის მიზეზებზე მოკვლევა მიმდინარეობს. ამის შესახებ "მოამბესთან" საუბარში კანადიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ განაცხადა.

ქუმარიტაშვილის ვანკუვერიდან გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს, თუმცა ჯერ უცნობია კონკრეტული დრო, როდისთვის მოხერხდება გადმოსვენება.

ნოდარ ქუმარიტიშვილის ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებენ თბილისში. სპორტის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მისი ტრაგიკულად დაღუპვა ქართული სპორტისთვის დიდი დანაკლისია. ქუმარიტაშვილი ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოცდილი სპორტსმენი იყო. ის მიმდინარე სეზონზე მსოფლიო პირველობის ხუთ ეტაპზე მონაწილეობდა და რეიტინგში 44-ე ადგილი დაიკავა.