პორტალი:მაკი/რჩეული სტატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
 
რჩეული სტატია
Macintosh 128k - პირველი მაკინტოში, რომელიც 1984 წელს გამოვიდა.
Macintosh 128k - პირველი მაკინტოში, რომელიც 1984 წელს გამოვიდა.

მაკინტოში (Macintosh), ეპლ კომპიუტერის (Apple Computer Inc.) მიერ შექმნილი, დამუშავებული და წარმოებული პერსონალური კომპიუტერებია, რომელიც მაკინტოშის ოპერაციულ სისტემაზე (მაკ ოს) მუშაობს. მაკინტოშის ჯიშის ვაშლის სეხნია თავდაპირველად 1984 წლის 24 იანვარს გამოვიდა; ეს იყო პირველი პოპულარული პერსონალური კომპიუტერი, რომელიც ამჟამად სტანდარტად ქცეულ გრაფიკულ სამომხმარებლო ინტერფეისს (გსი) იყენებდა, დესკტოპზე ფანჯრებითა და თაგუნას კონტროლით მაშინ სტანდარტული საკომანდო ხაზის ინტერფეისის ნაცვლად. ეპლი იმავე დროს განაგრძობდა ეპლ II ოჯახის კომიუტერთა გაყიდვას მაკების პარალელურად 1993 წლამდე. მას შემდეგ კი ყველა ეპლ კომპიუტერი მაკინტოშის ოჯახისა გახდა.

თანამედროვე მაკები საკმაოდ მრავალფეროვანია დაწყვებული ბიუჯეტური მაკ-მინიდან (Mac mini) საშუალო რანგის სერვერით, ექს-სერვი (Xserve), დამთავრებული. მაკინტოშის სისტემები ძირითადად განკუთვნილია საშინაო, საგანმანათლებლო და სახვითი ხელოვნების პროფესიული ბაზრებისთვის; ექს-სერვი G5 სერვერის გამოსვლის შემდეგ ეპლმა სამეწარმეო ბაზარშიც შეაღწია.