პორტალი:გველები/შესავალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გველები (Serpentes ან Ophidia) ქვეწარმავალთა ქვერიგი. აქვთ წაგრძელებული უკიდურებო, ქერცლით დაფარული სხეული, რომლის შეფერილობა ხშირად გარემოს ეხამება. თვალები დაფარული აქვთ გამჭვირვალე გარსით, რომელიც კანის ცვლისას სცილდებათ. დაფის აპკის და შუა ყურის უქონლობის გამო პრაქტიკულად მოკლებული არიან სმენას. მოძრაობენ კლაკვნით, მალების დახრილობის ცვლისა და მუცლის ფარების მოქმედების მეოხებით.