პორტალი:გერმანია/სტატია 2

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბარბარას თერმები, ან ბარბარას აბანო ტრირში არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რომაელთა საცურაო და საბანაო დაწესებულება, რომელიც ალპებს გადაღმა აუშენებიათ რომაელებს. 1986 წელს ეს ისტორიულ–კულტურული ძეგლი ტრირის სხვა რომაულ ხანიდან შემორჩენილ ღირშესანიშნაობებთან ერთად იუნესკოს მსოფლიო კულტურის მემკვიდრეობის საგანძურის სიაში შეიტანეს.

ბარბარას აბანოები ჩვ. წელთაღრიცხვამდე II საუკუნეში აუგიათ. თავდაპირველად თერმების განზომილებები სავარაუდოდ 172 / 240 მ. უნდა ყოფილიყო. დღეს ამ სიდიდის მხოლოდ წარმოდგენაა შესაძლებელი. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ადგილობრივნი ამ ნაგებობას საუკუნეების განმავლობაში ნელ-ნელა, ქვა-ქვას აცლიდნენ და შლიდნენ, რათა ეს ნაშალი სახლებისა თუ ეკლესიების ასაგებად გამოეყენებინათ. მოგვიანებით ბარბარას თერმები საერთოდ ააფეთქეს.

სრულად...