პორტალი:ახალი ამბები/2010 ოქტომბერი 17

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მიმდინარე მოვლენები 17 ოქტომბერი, 2010 (2010-10-17) (კვირა)
  • რომის პაპმა, ბენედიქტე მეთექვსმეტემ წმინდანად პირველი ავსტრალიელი - მერი მაკილოპი შერაცხა. მსახურების დროს ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე დაახლოებით 50 ათასი მორწმუნე შეიკრიბა. პარალელურად, სიდნეიში, მაკილოპის საფლავთან დაახლოებით 10 ათასი კათოლიკე იყო თავშეყრილი. მერი მაკილოპი 1909 წელს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან მთელი ცხოვრება დაუთმო ავსტრალიის მიყრუებულ რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის განათლების მიცემას. ამასთან, ის ქვეყნის პირველი რელიგიური გაერთიანების დამაარსებელი იყო. მას მიაწერენ რამდენიმე სასწაულის მოხდენას - მათ შორის ორი ვატიკანის მიერ არის აღიარებული. რომის პაპმა კიდევ ოთხი ქრისტიანის კანონიზაცია მოახდინა - კანადელის, პოლონელის, ესპანელისა და იტალიელის. (რადიო თავისუფლება)
  • პოლიციის ინფორმაციით, ინდოეთის ჩრდილოეთში, ხალხით გადაჭედილ ტაძარში მომხდარ ჭყლეტას სულ მცირე 10 ადამიანი შეეწირა. ბიჰარის რეგიონის სოფელ ტილდიჰის ტაძარში დაახლოებით 20,000 ადამიანი იყო მისული ქალღმერთ დურგას წინაშე სალოცავად, ინდუისტური დღესასწაულის, ნავრატრის ბოლო დღეს. დაღუპულებს შორის ოთხი ქალი და ექვსი კაცია. რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული. (რადიო თავისუფლება)
  • დღეს დილით, ხობის რაიონის სოფელ პატარა ფოთის მახლობლად მდინარე რიონმა დამცავი ჯებირი გაარღვია და ასამდე სახლი დატბორა. ზოგიერთ ადგილას წყლის სიმაღლე ერთ მეტრს უტოლდება. წყალდიდობას ადამიანური მსხვერპლი არ მოჰყოლია. იუწყებიან, რომ დაიღუპა პირუტყვი, განადგურდა სიმინდის მინდვრები. ფოთის მუნიციპალიტეტში მიყენებულ ზარალს საგანგებო კომისია ითვლის. დახმარების აღმოჩენის მიზნით ადგილზე მივლენილია შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ძალები. (რადიო თავისუფლება)