პორტალი:ავტომობილი/რჩეული სტატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფერარი კალიფორნია

Ferrari California, სპორტული ავტომანქანა-როდსტერი, რომელიც კომპანიამ ფერარი 2008 წლის პარიზის აუტოშოუზე წარმოადგინა. ეს არის ორკარიანი "2+2" გაშლადი მყარსახურავიანი მანქანა. ამ მანქანით ააღორძინეს გვიანი 1950-იანი წლების Ferrari 250 GT "კალიფრონია". ტრადიციისამებრ, "ფერარის" იმ მოდელებს, რომელთა ძრავი წინ არის განთავსებული ჩრდილოეთამერიკულ სახელებს არქმევენ.

ახალ მოდელს აქვს სამკუთხედი ფორმის ფარები, პლასტიური ხაზები, ტრადიციულად მრგვალი და ოდნავ "კუდიანი" უკანა მაშუქები, მათ ქვეშ კი ვერტიკალუტად განლაგებული გამოსაბოლქვი მილები. ავტომობილის დიზაინი იტალიურმა სტუდია პინინფარინა-მ შექმნა. "ფერარის" ცნობილი 8-ცილინდრიანი ძრავი პირველად ავტომობილს წინა ნაწილშია განლაგებული. 4,3 ლიტრიანი ძრავი 460 ცხენის ძალას ავითარებს, მაგრამ F430 მოდელთან შედარებით, ეს განსხვავებული ძრავია. ძარა ალუმინისგანაა დამზადებული. გადაცემათა კოლოფო ასევე ახალია და შვიდსიჩქარიანია. სწორედ ამ სიჩქარეთა კოლოფის დამსახურებით ავტომობილი 100 კმ/სთ-ს 4 წამში ავითარებს. ზუსტად იგივე დრო სჭირდება 490 ცხენის ძალიან F430-ს 100 კმ/სთ-ის განსავითარებლად.