პონცის სქემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩარლზ პონცი პოლიციის მიერ ტუსაღის ანკეტისთვის გადაღებულ სურათზე

პონცის სქემა (ასევე პონცის ფინანსური პირამიდა), საინვესტიციო აფიორა, რომელიც ინვესტორებს ამონაგებს უხდის საკუთარი ინვესტიციიდან ან მომდევნო ინვესტორების მიერ გადახდილი ფულიდან, ფაქტობრივად მოხვეჭილი მოგების ნაცვლად. ტერმინი "პონცის სქემა" ძირითადად აშშ-ში გამოიყენება (სხვა ქვეყნებში მას არ განასხვავებენ პირამიდული სქემისგან). სახელი მომდინარეობს ჩარლზ პონცისგან, სკანდალურად ცნობილი ემიგრანტი იტალიიდან, რომელმაც ეს სქემა გამოიყენა 1911 წელს. სქემა პონცის არ მოუგონებია (მაგ. ჩარლზ დიკენსმა საკუთარ 1857 წლის რომანში "პატარა დორიტი" ამგვარი სქემა აღწერა დიდი ხნით ადრე პონცის დაბადებამდე), თუმცა მისმა აფიორამ იმდენი ფული მოიზიდა, რომ ეს პირველი შემთხვევა გახდა, რომელმაც მთელი აშშ მოიცვა.