პოლიციის რეფორმა ყირგიზეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პოლიციის რეფორმა ყირგიზეთის რესპუბლიკაში წარმოადგენს ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობის გაუმჯობესებისთვის ზომების პაკეთის მიღებას, რომელიც ავალდებულებს საპოლიციო ძალას გაზარდოს მის მიმართ ხალხის ნდობა და გააძლიეროს მისი ურთიერთქმედება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან, სხვა სახის ცვლილებებთან ერთად.

პოლიციის რეფორმის მცდელობები ყირგიზეთში წამოყენებული იყო 1998, 2005 და 2012 წლებში. მიმდინარე რეფორმის პროგრამა მთავრობამ დაიწყო 2013 წლის 30 აპრილს.

რეფორმირების პროცესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული მცდელობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყირგიზეთის რესპუბლიკის სოფლის პოლიციის განყოფილება.

1998 წლის 23 ივლისს ყირგიზეთის მთავრობამ დაამტკიცა #490 რეზოლუცია, "ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარების კონცეფცია".[1] ეს რეზოლუცია იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პოზიცია, რომელიც ეხებოდა ოპერატიული და მომსახურების აქტივობის მთავარი ტენდენციებისა და პრინციპების გაუმჯობესებას გარდამავალ პერიოდში. ეს კონცეფცია შეიქმნა შიდა საქმეების განვითარებისთვის ინტეგრირებული მიდგომის უზრუნველსაყოფად და მოიცავდა მაშინდელ პერიოდს (1998 წლის დასასრულამდე), მოკლევადიან (2000 წლამდე) და გრძელვადიან (2003 წლამდე) გეგმებს. გარდა ამისა, 1999 წლიდან 2005 წლამდე პერიოდის განმავლობაში, ადმინისტრაციული რეფორმებისა და ორგანიზაციულ-რეგულარული სტრუქტურის ოპტიმიზაციის გამო, ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების რაოდენობა 50%-ით შემცირდა. დეპარტამენტში, ასევე, მოხდა რამდენიმე სერვისის რეორგანიზება.

2005 წლის 18 მარტს პრეზიდენტის #76 განკარგულებით დამტკიცდა რეფორმების მეორე რაუნდი - "ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოების კონცეფციის რეფორმირება 2010 წლამდე პერიოდისთვის".[2] მოგვიანებით, 2008 წელს, 7 მარტსა და 16 აპრილს, შსს-ს ბრძანების თანახმად, დამტკიცდა "შინაგან საქმეთა რეფორმის პროგრამა 2008-2010 წლებისთვის". ამ რეფორმირების პროცესის ფარგლებში, დემოკრატიული პრინციპების დანერგვისა და საზოგადოების და სახელმწიფოს უსაფრთხოების წინაშე არსებული რეალური საშიშროებების აღმოფხვრის მიზნით, გატარდა სტრუქტურული და ფუნქციონალური გარდაქმნა. "სახალხო-პრევენციული ცენტრები" ჩამოყალიბდა სოფლის ადმინისტრაციის დონეზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც თანხვედრაში იყო შსს-ს მიერ 2008 წლის 28 თებერვალს გამოცემულ #162 ბრძანებასთან - "დანაშაულის პრევენციაზე მორგებული კანონის განხორციელება ყირგიზეთის რესპუბლიკაში". აღსანიშნავია, რომ ცენტრების საქმიანობა მოგვიანებით გაფართოვდა.[3]

ექსპერტებმა 1998 და 2005 წლების რეფორმები დიდწილად წარუმატებლად მიიჩნიეს, რადგან მათ შესამჩნევი შედეგები არ მოჰყოლია.[4]

მოგვიანო მცდელობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს პოლიციის რეფორმის თაობაზე დეპარტამენტთაშორისი კომისია შეიქმნა, რათა განევითარებინა იდეები შსს-ის შემდგომი წლების რეფორმირებისთვის. კომისია შედგებოდა მთავრობის წარმომადგენლებისგან, ჟოგორკუ-კენეშის (პარლამენტი) მოადგილეებისა და ექსპერტებისგან.[5]

ამავდროულად, სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფმა დაიწყო მუშაობა პოლიციის რეფორმის ალტერნატიულ კონცეფციაზე. მათ მოსახლეობის მონაწილეობით წარმოადგინეს რეფორმის იდეების ნაკრები, რომელიც მოგვიანებით გახდა "პოლიციის რეფორმის ალტერნატიული კონცეფციის (ალტერნატიული კონცეფცია)" ქვაკუთხედი.[6] 2012 წლის 20 თებერვალს, აქტივისტების ამ ჯგუფმა დააარსა ქსელი, სახელწოდებით სამოქალაქო კავშირი "რეფორმებისა და შედეგისთვის", რომელმაც შემდგომ ხანებში მოიცვა 24 საჯარო ორგანიზაცია. 2012 წლის ოქტომბრიდან ამავე წლის ნოემბრის ჩათვლით, აქტივისტებმა დაიწყეს პეტიციის კამპანია, "ალტერნატიული კონცეფციის" მხარდასაჭერად მოსახლეობის ხელმოწერების შეგროვების მიზნით.[7] საბოლოო ჯამში, შეგროვდა 10 000-ზე მეტი ხელმოწერა და გადაეცა ის ჟოგორკუ-კენეშის მოადგილეებს, ყირგიზეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, რათა მხარი დაეჭირათ "ალტერნატიული კონცეფციისთვის".[8] 2013 წლის 13 თებერვალს ყირგიზეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ჯანტორო სატიბალდიევმა უმასპინძლა სამუშაო შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოების წევრების მონაწილეობით, რა დროსაც მან აღნიშნა, რომ "რეფორმებისა და შედეგებისთვის" სამოქალაქო კავშირის შემოთავაზებები გათვალისწინებული იქნებოდა პოლიციის რეფორმის კონცეფციის ოფიციალური დოკუმენტის შემუშავებაში.[9]

ამას მოჰყვა მთავრობის მიერ "პოლიციის რეფორმის ზომების" მიღება,[10] 2013 წლის 30 აპრილის რეზოლუციის თანახმად. ამ რეზოლუციაში პოლიციის რეფორმის შემდგომი ნაბიჯები განისაზღვრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების რეფორმირებისთვის განკუთვნილი ზომები, რომელიც მოიცავდა შეთავაზებებს "ალტერნატიული კონცეფციიდან", შემდეგნაირად იყო ჩამოყალიბებული: პოლიციის ოფიცრების სამსახურში აყვანა კონკურენციის საფუძველზე, შსს-ის აკადემიაში მსახურებისთვის ახალმოსული ოფიცრების გადამზადება, პოლიციისა და მოსახლეობის ურთიერთქმედების შეცვლა, პოლიციის რეფორმის კოორდინირებისა და ადმინისტრირებისთვის ერთობლივი ორგანოს ფორმირება, პოლიციის მიერ სახალხო აზრის გათვალისწინების შეფასების კრიტერიუმის ცვლილება და სხვ.[11]

შემდგომ, 2013 წლის სექტემბერში, ყირგიზეთის მთავრობაში შეიქმნა "კანონისა და წესრიგის სისტემის რეფორმირების და განვითარების საბჭო", რომელსაც ხელმძღვანელობდა თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საზღვრების საკითხებში ვიცე-პრემიერ-მინისტრი.[12] საბჭოს ფარგლებში ფორმირდა 11 ქვეგანყოფილება, რათა დეტალურად შეესწავლა რეფორმის აღიარებული ტენდენციები და ერთობლივი ორგანოსთვის სადისკუსიოდ მიეწოდებინა გარდაქმნის მექანიზმები. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, ასევე მონაწილეობა მიიღეს საბჭოს შეხვედრებსა და სამუშაო პროცესში.

რეფორმა დღეს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წელს, სამინისტროში განხორციელდა შემდგომი რეფორმები. კერძოდ, ყირგიზეთის მთელ საგზაო პოლიციაში ("საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველო") მოხდა შემცირებები და მის ადგილას შეიქმნა ახალი დეპარტამენტი ("მთავარი სამმართველო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის"). ეს ქმედება მიმართული იყო იმისკენ, რომ თავი დაეღწიათ დეპარტამენტის შიდა ინსტიტუციონალიზებული კორუფციისგან, რომელიც იწვევდა ავარიის შემთხვევებს მძღოლების მიერ მართვის მოწმობის მიღებიდან 3 ან 4 დღეში, რადგან ეს მართვის მოწმობები აშკარად ნაყიდი იყო დეპარტამენტისგან. ახალი დეპარტამენტი, აგრეთვე, მიზნად ისახავს შექმნას და ჰქონდეს ერთიანი სტანდარტიზებული სატესტო ცენტრი მართვის მოწმობის ასაღებად. გარდა ამისა, არსებობს გეგმები საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, როგორიცაა ვიდეო-კამერების დამონტაჟება, თუმცა, ჯერ მხოლოდ ერთი მათგანი დამონტაჟდა ბიშკეკში, კუდაიბერგენის მანქანების ბაზრობაზე. მილსადენებზე ამბიციურად დაიტანეს გზების რეკონსტრუქციისა და განახლების აღმნიშვნელი პროექტების ჩამონათვალი და, ასევე, სქემები, რათა დაეჯილდოვებინათ ის მოქალაქეები, რომლებიც გამოავლენდნენ საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევებს.[13] დამატებით, 2018 წლის იანვარში, როგორც რეფორმირების მცდელობის შემადგენელი ნაწილი, ყირგიზეთის საგზაო პოლიციელებმა მიიღეს ახალი უნიფორმები და საგზაო პოლიციის მანქანის ლივრეები.[14] ახლო მომავალში მოსალოდნელია საგზაო პოლიციის ახალი ვებ-გვერდის ამუშავება, რომელიც მძღოლებს სტატისტიკის, წესების და ჯარიმების რაოდენობის ნახვისა და რეგიონული საგზაო პოლიციის ერთეულების საკონტაქტო დეტალების გაგების საშუალებას მისცემს.[15] 2018 წლის აგვისტოში საგზაო პოლიციის დეპარტამენტმა აამოქმედა ცხელი ხაზი ტურისტებისთვის, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ "მსოფლიო მომთაბარეთა თამაშებში".[16]

პოლიციის რეფორმის ფარგლებში, მთავრობამ განახორციელა ადგილობრივი სახელწოდების ცვლილება "მილიციიდან" ("Милиция") "პოლიციამდე" ("Полиция") ისე, რომ ეს არ ყოფილიყო საბჭოთა სტილის მილიციის მსგავსი, რომელსაც იცნობდნენ პროცესზე და სტატისტიკაზე ორიენტირებით. ამის ნაცვლად, მან ხალხთან თანამშრომლობის წახალისება დაიწყო. თუმცა, სამართალდამცველების სახელწოდების ცვლილება ფულის დახარჯვას მოითხოვდა მომავალში და ეს ცვლილებები სისტემატიურად უნდა განხორციელებულიყო, რადგან ადგილობრივი მედიის მიერ ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებდა, რომ ხალხი იმედგაცრუებული უყურებდა პოლიციის სახელწოდების ცვლილების საჭიროებას.[17]

საერთაშორისო დახმარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიციის მობილური მიმღები მანქანები.

ყირგიზეთის რესპუბლიკაში მიიწვიეს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, რათა მათ დახმარება გაეწიათ პოლიციის ეფექტურობის გაუმჯობესებასა და რეფორმირებაში. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ განავითარა "სათემო უშიშროების ინიციატივის" პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს პოლიციის მოქმედების გაუმჯობესებას რესპუბლიკის სასოფლო დასახლებაში, რაც მოჰყვა ძალადობრივ შეტაკებებს ეთნოსებს შორის. ამ პროგრამამ უზრუნველყო მრავალი სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტისგან ადგილობრივი პოლიციისთვის ბევრი მობილური მიმღები მანქანის, ინფრასტრუქტურის და სამწვრთნელო უნარების მიწოდება.[18]

რეფორმის მეთვალყურეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყირგიზეთის რესპუბლიკის პოლიციის გარდაქმნის მთელი ამ პროცესის განმავლობაში, არსებობდა მრავალი ჯგუფი, მათ შორის, სამოქალაქო აქტივისტები ყველა რეგიონიდან, რომლებიც მეთვალყურეობას უწევდნენ ამ პროცესს.[19] მეთვალყურეობის მცდელობის ადრეული შედეგები "რეფორმებისა და შედეგებისთვის" სამოქალაქო კავშირმა 2014 წლის მარტში გამოაქვეყნა და ეს დოკუმენტი შეიცავდა რეკომენდაციებს ხელისუფლებისთვის, რათა გაეძლიერებინა პოლიციის რეფორმის ზოგიერთი კომპონენტი.[20] კიდევ ერთი ადგილობრივი სააგენტო არის სახალხო დამცველის აპარატი (Омбудсмен),[21] რომელიც ასევე მონიტორინგს უწევს სხვა სამთავრობო სამინისტროებს და ამ სამინისტროების ქმედებებზე რეაგირებას ახდენს. Amnesty International და Human Rights Watch დამატებით არიან ორგანიზაციები, რომლებიც ხშირად მეთვალყურეობენ რესპუბლიკაში პოლიციის რეფორმის პროგრესს და მხარს უჭერენ საჭირო ცვლილებებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Resolution of the Government of the Kyrgyz Republic #490 of July 23, 1998.
  2. Decree of the President of the Kyrgyz Republic #76 of March 18, 2005.
  3. 317 social prevention centers established in Kyrgyzstan (2008-06-17). ციტირების თარიღი: 2018-09-17.
  4. [1] "Militsiya.kg. Reform against the use of force, Bishkek - NA «24.kg», Makhinur NIYAZOVA". დაარქივებული. - 2014-05-14.
  5. [2] "Kalicha Umuralieva: The success of the reforms - in uniting the efforts of all stakeholders, Bishkek, Voice of Freedom, Ilya Lukash". დაარქივებული. - 2014-05-14.
  6. [3] New Police in Kyrgyzstan: "So that was not scary," ANPO "Advocacy Centre on Human Rights". დაარქივებული. - 2014-05-13.
  7. [4] Activists began collecting signatures in support of the alternative concept for police reform, Bishkek, IA «K-news», Adilet Makenov. დაარქივებული. - 2014-05-14.
  8. 10 тысяч граждан подписались в поддержку альтернативной реформы МВД » События и расследования » K-News: Новости Кыргызстана, Киргизии. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-13. ციტირების თარიღი: 2014-07-03., 10 тысяч граждан подписались в поддержку альтернативной реформы МВД » События и расследования » K-News: Новости Кыргызстана, Киргизии. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-13. ციტირების თარიღი: 2014-07-03., 10 thousand people signed up to support alternative police reform, Bishkek, IA «K-news», Yuri Kopytin.
  9. [5], http://www.gov.kg/?p=19027, Prime Minister J. Satybaldiev: In reforming the Ministry of Internal Affairs, civil society should take an active part, the official website of the Government of the Kyrgyz Republic.
  10. Resolution of the Government of the Kyrgyz Republic (Kyrgyzstan) "On Measures to Reform the Internal Affairs Departments» №220 of April 30, 2013.
  11. [6] Alternative and official police reform concepts, Bishkek, REFORMA.KG. დაარქივებული. - 2014-04-13.
  12. Order of the Government of the Kyrgyz Republic #359-p of September 6, 2013 On Establishing a Council on Reform and Development of the Law Enforcement System of the Kyrgyz Republic.
  13. Kyrgyzstan creates new traffic police department in an anti-corruption drive (2017-11-12). ციტირების თარიღი: 2018-09-17.
  14. Kyrgyz traffic police gets new uniform (2018-01-04). ციტირების თარიღი: 2018-09-17.
  15. Kyrgyz traffic police launches its website (2018-01-04). ციტირების თარიღი: 2018-09-17.
  16. Traffic police of Kyrgyzstan opens hotline in English (2018-08-27). ციტირების თარიღი: 2018-09-17.
  17. Милиция или полиция. Что лучше? Опрос (2018-03-02). ციტირების თარიღი: 2018-09-17.
  18. OSCE Centre in Bishkek hands over Mobile Police Reception vehicle to police in Issyk-Kul (2016-06-18). ციტირების თარიღი: 2018-09-17.
  19. [7], http://www.vb.kg/252468, A campaign is launched on civil society monitoring of MIA, Internet edition of the publishing house "Vecherney Bishkek", Svetlana Moiseeva.
  20. [8] First analysis of the police reform in Kyrgyzstan issued by civil union, REFORMA.KG. დაარქივებული. - 2014-04-23.
  21. Kyrgyz Ombudsman (2017). ციტირების თარიღი: 2018-09-17.