პოზიტიური ფსიქოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: მიზიდულობის კანონი ან პოზიტიური აზროვნება.

პოზიტიური ფსიქოლოგიაფსიქოლოგიის მიმართულება, რომელიც შეისწავლის ადამიანის ფსიქიკაზე დადებითად მოქმედ ასპექტებს. კლასიკური ფსიქოლოგიისგან განსხვავებით, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია პრობლემებსა და პათოლოგიებზე, პოზიტიური ფსიქოლოგიის კვლევის ძირითადი სფეროა ყველაფერი ის, რაც ხელს უწყობს ადამიანს ბედნიერების მიღწევაში (მაგალითად: დინება, ოპტიმიზმი, ნდობა, პატიება და სოლიდარობა). პოზიტიური ფსიქოლოგია ცდილობს გახსნას ადამიანის ბუნებრივი შესაძლებლობები და მისი ცხოვრებისეული გამოცდილება გახადოს უფრო სრულყოფილი.

სხვა საიტყვებით, პოზიტიური ფსიქოლოგია არის ფსიქოლოგიის დარგი, რომელიც არა მხოლოდ კურნავს ფსიქიკურ აშლილობებს, არამედ მეცნიერული მიდგომებითა და ეფექტიანი მეთოდების გამოყენებით ეხმარება ადამიანს უფრო სრულყოფილი ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვებაში.[1][2][3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Seligman, Martin E.P.; Csikszentmihalyi, Mihaly (2000). "Positive Psychology: An Introduction". American Psychologist 55 (1): 5–14. doi:10.1037/0003-066X.55.1.5. PMID 11392865.
  2. Seligman, M.E.P (1998). Learned optimism (2nd ed.). New York: Pocket Books.
  3. Compton, William C (2005). "1". An Introduction to Positive Psychology. Wadsworth Publishing. pp. 1–22. ISBN 0-534-64453-8.