პოზდნეევკის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოზდნეევკის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია
პოზდნეევკის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა პოზდნეევკა
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1890
Images.png გარე სურათები
Image-silk.png ეკლესია 2011 წელს
Image-silk.png ეკლესიის კანკელი


პოზდნეევკის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია (რუს. Церковь Михаила Архангела) — მართლმადიდებლური ეკლესია მილეროვის რაიონის სოფელ პოზდნეევკაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას[2]. აგებულია 1890 წელს.

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, მილეროვის რაიონი, სოფელი პოზდნეევკა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ხის ტაძარი აშენდა 1792 წელს, გენერალ-მაიორ იოსებ მიქაელის ძე პოზდნეევკის მითითებით. მრევლისთვის გაიხსნა 1873 წელს. საეკლესიო-სამრევლო სკოლა გაიხსნა 1886 წლის 6 თებერვალს.

ახალი ქვის ტაძარი აიგო მომლოცველთა შემოწირულობით, 1890 წელს, იერუსალიმის ტაძრის ნიმუშის მიხედვით. ტაძრის შენობა და სამრეკლო - აგურისაა ქვის ფუნდამენტზე, გადახურულია თუნუქის ფირფიტებით. ტაძარს ჰქონდა ხის საყარაულო, ქვის ღობე - ველური ქვისგან. ძველი ხის ტაძარში მსახურება მიმდინარეობდა 1890 წლის 31 დეკემბრამდე. ეკლესიამ იარსება XX საუკუნემდე, რის შემდეგაც დაანგრიეს სამშენებლო ტექნიკის გამოყენებით.

მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი მოწმე იყო 1920 წლის დონის კაზაკთა კამიშევის აჯანყებისა, როდესაც მართლმადიდებელმა კაზაკებმა, რომლებიც ტაძრის სიახლოვეს იყვნენ, წითელი არმიის წინააღმდეგ დაიწყეს ბრძოლა. საბჭოთა კავშირის დროს, ეკლესია გაძარცვეს და შენობა გამოიყენებოდა სათავსოდ.

ამჟამად ეს ლამაზი და უნიკალური ტაძარი აღდგენილია. ეკლესიის წინამძღვარია ბერი სიმონ მოროზოვი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]