პლესი ფერგიუსონის წინააღმდეგ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პლესი ფერგიუსონის წინააღმდეგ (ინგლ. Plessy v. Ferguson) — აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ამართლებს საზოგადო ტრანსპორტში რასობრივი სეგრეგაციის ლეგალურობას „ცალკეული, მაგრამ თანასწორი“ დოქტრინით.

1892 წელს ჰომერ პლესიმ, რომელიც 1/8-ით შავკანიანი იყო, თეთრკანიანებისათვის განკუთვნილი ვაგონით იმოგზაურა. ლუიზიანის კანონმდებლობის შესაბამისად იგი დააპატიმრეს. პლესიმ მიმართა სასამართლოს, რადგან თვლიდა, რომ შტატის მთავრობამ აშშ-ის კონსტიტუცია დაარღვია, რომელიც კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობის გარანტიას უნდა იძლეოდეს. პლესიმ აპელაცია უზენაეს სასამართლოში შეიტანა, სასამართლოში, რომელმაც 1896 წელს დაადგინა, რომ მოქალაქეების დაყოფა თეთრებად და შავებად, არ არღვევს კონსტიტუციას. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ აშშ-ში სეგრეგაცია გააძლიერა. ზოგიერთმა შტატმა მიიღო კანონი, რომელმაც სეგრეგაცია ნორმალურ მოვლენად გამოაცხადა სკოლებში, სასტუმროებში, რესტორნებში, საავადმყოფოებში, ტრანსპორტში, ტუალეტებში. სასამართლოებში ჰქონდათ ორი ბიბლია, რომელთაგან ერთ-ერთზე დებდნენ შავკანიანები ფიცს.

სეგრეგაციის საკანონმდებლო დონეზე საბოლოო გაუქმება მოხდა 60 წლის შემდეგ. 1963 წელს შედგა 250 ათასი ამერიკელის მარში ვაშინგტონზე, რომლებიც შავკანიანთა და თეთრკანიანთა უფლებების გათანაბრებას ითხოვდნენ. 1963 წელს პრეზიდენტმა კენედიმ, ხალხისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ საჭიროა ახალი კანონმდებლობის მიღება. იმავე წელს კენედი მოკლეს. მისი წინადადებები აისახა კანონში ადამიანის უფლებების შესახებ, რომელიც 1964 წელს მიიღეს და ამით დასრულდა დისკრიმინაცია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]