პლაზმიდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქრომოსომული დნმ (1) და პლაზმიდები (2) ბაქტერიულ უჯრედში

პლაზმიდებიდნმ-ის მცირე ზომის მოლეკულები, რომლებიც ფიზიკურად განცალკებენულნი არიან გენომის ქრომოსომებისგან და შეუძლიათ დამოუკიდებელი რეპლიკაცია. როგორც წესი, პლაზმიდები გვხვდება ბაქტერიებში და წარმოადგენენ ორჯაჭვიან რგოლოვან მოლეკულებს, თუმცა იშვიათად პლაზმიდები გვხვდება არქეებსა და ეუკარიოტებშიც.

ბუნებაში პლაზმიდები, ჩვეულებრივ, შეიცავენ გენებს, რომლებიც ზრდიან ბაქტერიების მდგრადობას არასახარბიელო გარე ფაქტორების (მათ შორის ანტიბიოტიკების) მიმართ. ხშირ შემთხვევაში მათ შეუძლიათ ერთი ბაქტერიიდან მეორეზე გადასვლა (ზოგჯერ სხვა სახეობის ბაქტერიაზეც კი) და ამგვარად ასრულებენ გენების ჰორიზონტალური გადატანის საშუალების როლს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]